reportiori.ge - სავალუტო ფონდი: საქართველოს რეგიონის სხვა ქვეყნებზე უკეთესი ზრდა ექნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:38
ეკონომიკა
სავალუტო ფონდი: საქართველოს რეგიონის სხვა ქვეყნებზე უკეთესი ზრდა ექნება
ავტორი:
31 ოქტომბერი, 2015. 13:59


საერთაშორისო სავალუტო ფონდის  მუდმივი წარმომადგენელი აზიმ სადიკოვი იმედოვნებს, რომ წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2%-ზე მეტი იქნება.


ამის შესახებ სადიკოვმა სსფ-ს ახალი ანგარიშის  წარდგენისას განაცხადა.  მან აღნიშნა, რომ სამართლიანი იქნება, საქართველოს ეკონომიკა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან შედარდეს. სადიკოვი სამ გლობალურ შოკს ასახელებს, რამაც რეგიონზე მოახდინა გავლენა. ესენია:


1. ნავთობზე ფასის კლება, 1 ბარელზე $110-დან $50-მდე ( ამან გავლენა იქონია ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებზე; ასევე ფასების დაცემა სამომხმარებლო პროდუქტებზე).


2. რუსეთის ეკონომიკის ვარდნა (სსფ-ს პროგნოზით ვითარება  გაუმჯობესდება, მაგრამ არა მკვეთრად, ზრდა იქნება 1,5%)


3. სავალუტო რყევები - გაცვლითი კურსების მკვეთრი ცვლილება.


სადიკოვის განცხადებით, საქართველოში მოხმარება და ინვესტიციები შემცირებულია, ასევე დაბალია ფულადი გზავნილების  მოცულობაც, თუმცა, არის პოზიტიური ასპექტები, ეკონომიკის ზრდა მაინც მდგრადია და 2.5%-ზე მაღალია, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზებზე დიდია. 


„იმედი გვაქვს, საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2%-ს გადააჭარბებს.  საქართველოს უკეთესი ისტორია აქვს, ბიზნეს გარემოს, ასოცირების შეთანხმების გამო და მოსალოდნელია, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონის სხვა ქვეყნებზე უკეთესი ზრდა ექნება", - აღნიშნა სადიკოვმა.


მან ლარის გაუფასურებაზეც ისაუბრა, გამოყო ლარზე თურქეთსა და რუსეთში ვალუტის გაუფასურება, ამ ქვეყნებთან  სავაჭრო ურთიერთობების გამო.


„მიუხედავად ყველაფრისა,  ლარის გაუფასურება უფრო "ხავერდოვანი" იყო, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნების ვალუტების, რადგან საქართველოში ვარდნა ერთბაშად არ მომხდარა", - აღნიშნა სსფ-ს წარმომადგენელმა.


სადიკოვი ამბობს, რომ ლარის გაუფასურებით კიდევ უფრო გაიზარდა ქვეყანაში დოლარიზაციის მაჩვენებელი.


„ხალხი წუხდა ანაბრებზე და გადაიტანეს დანაზოგები უცხოურ ვალუტაში, სესხების აღებას კი ლარში  ცდილობენ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ბანკებს თავიანთი საბალანსო უწყისები უნდა ჰქონდეთ ზეწოლის ქვეშ. ბანკები ზღუდავენ აშშ დოლარში ანაბრებზე პროცენტს, ამასთან, ლარში კრედიტებზე პროცენტი გაიზრდება", - ამბობს სადიკოვი.




წყარო: Commersant.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016