სააგენტო „როიტერის" ცნობით, ეგვიპტეში, რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე მომუშავე მაშველებს მგზავრების ხმა მოესმათ.
ეგვიპტის საგანგებო სიტუაციათა სამსახურში აცხადებენ, რომ მაშველთა გუნდი ახლა თვითმფრინავის იმ სექციაში შესვლას ცდილობს, საიდანაც მგზავრთა ხმა ისმოდა.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო თვითმფრინავები, სამაშველო ბრიგადები და სასწრაფო დახმარების მანქანები, ადგილობრივი საავადმყოფოები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა 100 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
რუსული ავიაკომპანია „კოგალიმავიას" ლაინერი Airbus А-321 სინაის ნახევარკუნძულზე, პროვინცია ჩრდილო სინაის მთიან რაიონში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის მომენტში ბორტზე 224 ადამიანი - 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. მგზავრთა შორის 17 ბავშვია.