reportiori.ge - სოსო შატბერაშვილი: გადაჭარბებულად მეჩვენება, რომ პირველი და მეორე ადგილი დაიკავა შალვა ნათელაშვილმა! გაიმარჯვა გიორგი მარგველაშვილმა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 21:14
პოლიტიკა
სოსო შატბერაშვილი: გადაჭარბებულად მეჩვენება, რომ პირველი და მეორე ადგილი დაიკავა შალვა ნათელაშვილმა! გაიმარჯვა გიორგი მარგველაშვილმა!
11 ნოემბერი, 2013. 12:19

ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, „მემარცხენე ალიანსის" ლიდერი სოსო შატბერაშვილი „ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნო დაპირებებს ახსენებს.


როგორც შატბერაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისმა პარტიამ ყურადღებით შეისწავლა „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებები.


„ბატონმა ბიძინამ აღნიშნა, რომ გრანდიოზული ჰესების მშენებლობა ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება. კომიკური სიტუაცია იქმნება, მოსახლეობა ეწინააღმდეგება ჰესის მშენებლობას, ენერგეტიკის მინისტრი კი აცხადებს, რომ ეს ჰესი მაინც აშენდება", - ამბობს შატბერაშვილი.


„მემარცხენე ალიანსის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც აფასებს და აღნიშნავს, რომ არჩევნები გიორგი მარგველაშვილმა მოიგო და გადაჭარბებულს უწოდებს ყოფილი თანაპარტიელის ნათქვამს.


„ბრალდებები გარკვეულწილად რეალურია. ეჭვი შეილება გაუჩნდეს ნებისმიერ საპრეზიდენტო კანდიდატს, მილიონით არის გაზრდილი ამომრჩეველთა სია. ამ სიების პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარებულიყო ერთი წლის განმავლობაში. ამ არჩევნებში სამთავრობო რესურსები დანამდვილებით იყო გამოყენებული, რაც ეჭვს აჩენს. გადაჭარბებულად მეჩვენება ის ამბავი, რომ პირველი და მეორე ადგილი დაიკავა შალვა ნათელაშვილმა. გაიმარჯვა გიორგი მარგველაშვილმა და ამას დადებითად ვაფასებთ", - განაცხადა შატბერაშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016