reportiori.ge - ამირან საგინაშვილი: დილის საათებში დამირეკეს საბურთალოს პოლიციიდან, რომ გამოვცხადებულიყავი დაკითხვაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 18:58
რეგიონები
ამირან საგინაშვილი: დილის საათებში დამირეკეს საბურთალოს პოლიციიდან, რომ გამოვცხადებულიყავი დაკითხვაზე
ავტორი:
31 ოქტომბერი, 2015. 15:01

 

 

„პატრიოტთა ალიანსის" წევრი ამირან საგინაშვილი, რომელიც სოფელ დიდ ჩაილურში საკრებულოს მაჟორიტარად იყრიდა კენჭს, დღეს პოლიციაში დაკითხვაზე ჰყავდათ. როგორც „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე „რეპორტიორთან" საუბარში ამბობს, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტის გამო მაჟორიტარობის კანდიდატი დღეს დაიბარეს დაკითხვაზე და მთელი დღე განყოფილებაში იმყოფებოდა. ამირან საგინაშვილთან საუბარი შეძლო „რეპორტიორის" კორესპონდენტმა. როგორც დაკითხვის შემდეგ საგინაშვილმა განმარტა, მან მთელი დღე დაკითხვაზე ყოფნაში დაკარგა, შესაბამისად, არ იცის, როგორ განვითარდა საარჩევნო პროცედურები:


„კენჭი უნდა მეყარა, თუმცა, დილის საათებში დამირეკეს საბურთალოს პოლიციიდან, რომ გამოვცხადებულიყავი დაკითხვაზე. ერთი კვირის წინ ინციდენტი მომივიდა და ამასთან დაკავშირებით. წასვლა მომიწია, შესაბამისად, მთელი დღე დავკარგე", - განუცხადა „რეპორტიორს" საგინაშვილმა.



 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016