reportiori.ge - შსს-მ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 00:28
სამართალი
შსს-მ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
ავტორი:
01 ნოემბერი, 2015. 11:30



შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1995 წელს დაბადებული ბექა ქ. და 1982 წელს დაბადებული მამუკა გ. ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში დააკავეს.



სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, „ა-კა-ემ"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 1 მჭიდით და 30 საბრძოლო ვაზნით,  „ADLER-2003 LIGHT"-ის მოდელის პისტოლეტი 1 მჭიდით და 6 საბრძოლო ვაზნით, 2 ნიღაბი, 4 წყვილი რეზინის ხელთათმანი და 1 შეკვრა წებოვანი ლენტი ამოიღეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.



გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016