reportiori.ge - შსს-მ 26 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 00:40
სამართალი
შსს-მ 26 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო
ავტორი:
02 ნოემბერი, 2015. 10:00


შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1978 წელს დაბადებული თეიმურაზ გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.



შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა თეიმურაზ გ. თბილისში, კედიას ქუჩაზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 26 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი" ამოიღო, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 0,208 გრ ბუპრენორფინს შეიცავს.



ნარკოლოგიური შემოწმებით თეიმურაზ გ-ს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.



გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016