reportiori.ge - 22 ნოემბერს ვიდეოპაემნის სერვისი უფასო იქნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 21:02
საზოგადოება
22 ნოემბერს ვიდეოპაემნის სერვისი უფასო იქნება
11 ნოემბერი, 2013. 13:19

22 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოქალაქეები ვიდეოპაემნის სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. აღნიშნული ინიციატივა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ეკუთვნის.


სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის მოადგილის, გიგა გიორგაძის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში, ვიდეოპაემნით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, სერვისის ხანგრძლივობა 15 წუთით განისაზღვრება და მისი ღირებულება 15 ლარს შეადგენს, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები გადასახადისგან გათავისუფლებულნი არიან.


თბილისის, ქუთაისის, თელავის, ახალციხის, ბათუმისა და გორის პრობაციის ოფისებში ვიდეოპაემანზე მისული მოქალაქეები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ქალთა N5, არასრულწლოვანთა N11 სპეციალური, ქსნის N15 და რუსთავის N17 დაწესებულებაში მყოფ ახლობლებს გადასახადის გადახდის გარეშე დაუკავშირდებიან", - განაცხადა გიგა გიორგაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016