reportiori.ge - გია სოსანაშვილი სასამართლოზე დღეს საბოლოო სიტყვას იტყვის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 00:34
სამართალი
გია სოსანაშვილი სასამართლოზე დღეს საბოლოო სიტყვას იტყვის
ავტორი:
02 ნოემბერი, 2015. 11:29


იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილი დღეს საბოლოო სიტყვას იტყვის, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენს გამოიტანს.



გია სოსანაშვილის ადვოკატის სოსო ჯოგლიძეს განცხადებით, სახელმწიფო ბრალდება უსუსურად ცდილობს, ფაქტი დაუკავშიროს 2006 წლის ე.წ. კორტების სპეცოპერაციას. მისივე თქმით, ბრალდების მხარეს არ გააჩნია პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სოსანაშვილის ბრალეულობას დაადასტურებს. ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ დღემდე არ არის წარმოდგენილი მკვლელობის მოტივი. სოსო ჯოგლიძემ მოსამართლე ელენე გოგუაძეს თხოვნით მიმართა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინოს.



პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებული სოსანაშვილი, რომლის განცხადებითაც, შემთხვევის ადგილზე დარღვეულია დათვალიერების ზოგადი წესი.



არც ერთი ფოტო არ ადასტურებს იმას, თუ სად არის გადაღებული მტკიცებულებად წარმოდგენილი ფალია - შემთხვევის ადგილზე თუ პროკურატურაში. ერთ-ერთმა მოწმემ განაცხადა, რომ ფოტო მანქანის კაპოტზეა გადაღებული. მანქანა შემთხვევის ადგილზე შეიყვანა", - განაცხადა გია სოსანაშვილმა.



გია სოსანაშვილს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016