reportiori.ge - გომი–საჩხერე–ჭიათურის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა (ფოტოკოლაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 18:41
რეგიონები
გომი–საჩხერე–ჭიათურის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა (ფოტოკოლაჟი)
ავტორი:
02 ნოემბერი, 2015. 11:56


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 6,7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა.



რეაბილიტირებული გზა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ხერგიანმა მოინახულა.


აღნიშნული გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალურ მაგისტრალზე, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის ერთადერთი ალტერნატივაა და მის გამართულ ექსპლუატაციას დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი თუ სატრანზიტო ტრანსპორტის უწყვეტი გადაადგილებისათვის. ამასთან, ეს გზა მიმდებარე სოფლებს რაიონულ ცენტრთან უმოკლესი მანძილით აკავშირებს.



გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთს რეაბილიტაცია 25 წელია არ ჩატარებია. გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, რაც  ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებდა.



პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზის საფარსა და არსებული ხიდის სავალ ნაწილს; მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნები და პავილიონები, ხელოვნური ნაგებობები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები; გაკეთდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნა და საგზაო ნიშნები.



პროექტი, რომლის ღირებულება 5 075 000 ლარს შეადგენს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.


 

 

 

 

 

 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016