reportiori.ge - მოსამართლემ „რუსთავი 2“-ის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 00:35
სამართალი
მოსამართლემ „რუსთავი 2“-ის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
ავტორი:
02 ნოემბერი, 2015. 13:20


მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელზე სასამართლო პროცესზე არ დააკმაყოფილა რუსთავი 2"-ის ადვოკატების შუამდგომლობა, სადაც ისინი ქიბარ ხალვაშის განცხადების მტკიცებულებად დართვას ითხოვდნენ, რომელიც ე.წ. ბალანსის ნაშთის დოკუმენტებს ეხებოდა.



ურთმელიძის განცხადებით, სოციალური ქსელის გვერდის ამონაწერი არ შეიძლება აღიარებად იქნეს მიჩნეული. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა არც მეორე შუამდგომლობა, სადაც „რუსთავი 2"-ის ადვოკატები 2004 წელს ეროსი კიწმარიშვილის განცხადების მტკიცებულებად დართვას შეეხებოდა არხის გაკოტრებასთან დაკავშირებით.

მოსამართლის განცხადებით, ახალი მტკიცებულებების მიღება არ არის გათვალისწინებული.



„რუსთავი 2"- ის ადვოკატები საქმეში ახალი მტკიცებულებების დართვას მოითხოვდნენ. კერძოდ, საქმე ეხება ქიბარ ხალვაშის განცხადებას, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.



„რუსთავი 2"- ის ადვოკატები აცხადებენ, რომ ქიბარ ხალვაშის განცხადება ეწინააღმდეგება მისი წარმომადგენლების მიერ სასამართლოზე გაკეთებულ განცხადებებს.



.. საბალანსო ნაშთები, რომელიც ხელმოწერილი იყო რევაზ ბერიაშვილის მიერ და, რომელზეც მოსარჩელემ განაცხადა, რომ შედგენილი იყო 2006 წელს, ქიბარ ხალვაშმა გააკეთა განცხადება, რომ მას ეს დოკუმენტები კომპიუტერში ჰქონდა. ეს ადასტურებს, რომ ეს დოკუმენტი 2006 წელს არ იქნა შედგენილი", - განაცხადა „რუსთავი 2"-ის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016