reportiori.ge - გია სოსანაშვილის საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 00:26
სამართალი
გია სოსანაშვილის საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება
ავტორი:
02 ნოემბერი, 2015. 13:30


საქალაქო სასამართლოში იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის პროცესი მიმდინარეობს. ამ წუთებში მოსამართლე ელენე გოგუაძე სათათბიროდ გავიდა. მოსამართლე განაჩენს, სავარაუდოდ, დღესვე გამოაცხადებს. მანამდე კი საქალაქო სასამართლოში საბოლო სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმა სოსანაშვილმა.


როგორც სოსანაშვილმა განაცხადა, მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს. სოსანაშვილმა აქვე ისაუბრა, რომ დაკითხვისას მასზე ზეწოლა განხორციელდა. კერძოდ, მას სთხოვდნენ, რომ მკვლელობის შემკვეთად კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა დაესახელებინა.


სოსანაშვილის თქმით, მკვლელობის დღეს სოფელ ყარაფილაში, სადაც იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე ააფეთქეს, საერთოდ არ ყოფილა. გია სოსანაშვილის მტკიცებით, იგი იმყოფებოდა თბილისში, კერძოდ, წერეთელზე, რისი მოწმეც არის მძღოლი, რომელმაც საღამოს 19.00 საათზე დიდუბიდან წაიყვანა კასპში, საკუთარ სოფელში.


სოსანაშვილმა აღნიშნა, რომ იური ვაზაგაშვილს არ იცნობდა და რამდენჯერმე მხოლოდ მისალმებით ჰყავს ნანახი.


საქალაქო სასამართლოში განაჩენს ელოდებიან როგორც მხარეთა წარმომადგენლები, ასევე იური ვაზაგაშვილის ოჯახის ახლობლები და გია სოსანაშვილის ნათესავები.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016