ჟურნალისტი ნუგზარ ფოფხაძე facebook-ის პირად გვერდზე კომენტარს აქვეყნებს:
„დღეს გახმაურებული სატელეფონო საუბრის ფარულმა ჩანაწერმა კიდევ ერთხელ დამიდასტურა ერთი კლასიკური ინგლისური მაქსიმის სიბრძნე: „ყველა ბოზანკალა სხვას განსჯის საკუთარი გარყვნილების გამოცდილებიდან გამომდინარე"...
რაც შეეხება ნოდარ მელაძეს, გარდა იმისა, რომ პიროვნულად აშკარად მაღლა დგას ყველა ჯურის ჭორიკანაზე (მათ შორის ამ ჩანაწერის „გმირებზე"), იგი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პროფესიონალია ქართულ ტელე-რადიოჟურნალისტურ სივრცეში.
მიხარია, რომ ის მუდმივად იზრდება და არ ღალატობს ზნეობრივ, პროფესიულ პრინციპებს", - წერს ნუგზარ ფოფხაძე.
„რეპორტიორი" იზიარებს და უერთდება სააგენტოს ერთ-ერთი დამფუძნებლის ნუგზარ ფოფხაძის პოზიციას.
შეგახსენებთ, უკრაინულმა მედიამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა მორიგი აუდიოჩანაწერი, სადაც მიხეილ სააკაშვილსა და სოფო ნიჟარაძეს შორის საუბარში გაიჟღერა ჟურნალისტ ნოდარ მელაძის გვარმა.