reportiori.ge - ზაზა ბიბილაშვილი: რეიდერული შეტევა, რომელიც ამჟამად ხორციელდება „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ, ვერ იქნება დაუყოვნებლივ აღსრულებული
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 00:21
სამართალი
ზაზა ბიბილაშვილი: რეიდერული შეტევა, რომელიც ამჟამად ხორციელდება „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ, ვერ იქნება დაუყოვნებლივ აღსრულებული
ავტორი:
02 ნოემბერი, 2015. 15:58


„რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივი აღსრულების მუხლის მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმეში მოსარჩელე და მოპასუხე მხარეების ადვოკატებმა.



რუსთავი 2"-ის ადვოკატის ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილებით მათ ექნებათ საშუალება, რომ მოხდეს ყველა ინსტანციაში „რუსთავი 2"-ის საქმის გასაჩივრება, ვიდრე არ დადგინდება სიმართლე.



საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას ვულოცავ სრულიად მოაზროვნე მოქალაქეებს. ეს ნიშნავს, რომ რეიდერული შეტევა, რომელიც ამჟამად ხორციელდება რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ, ვერ იქნება დაუყოვნებლივ აღსრულებული. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა ინსტანციაში გავასაჩივრებთ, ვიდრე სიმართლე არ დადგინდება", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.



საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა მოსარჩელე მხარის ადვოკატი პაატა სალიაც.



ჩვენ არ დაგვიყენებია და არც გვითქვამს, რომ ვაპირებდით დაუყოვნებლივ აღსრულებას, ეს იდეაც, სხვათაშორის, რუსთავი 2"-ის წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს, როდესაც გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს ვაპირებდით აღსრულებას და ვიღაც სპეცნაზით" შესვლას აპირებდა ტელეკომპანიაში. დაუყოვნებლივ აღსრულება ჩვენ არ გვითხოვია. ჩემი გერმანელი კოლეგის მოსაზრება იყო, რომ მომხდარიყო დაუყოვნებლივი აღსრულება, თუმცა ეს ევროპული პრაქტიკაა. რაც შეეხება მე და ზოგადად ჩემს მხარეს, არ მიგვიღია მსგავსი გადაწყვეტილება", - განაცხადა პაატა სალიამ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016