reportiori.ge - პაატა სალია: დაუყოვნებლივ აღსრულებაზე „რუსთავი 2“ – ის ადვოკატები საუბრობდნენ და მათვე შეიტანეს სარჩელი საკონსტიტუციოში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 21:00
სამართალი
პაატა სალია: დაუყოვნებლივ აღსრულებაზე „რუსთავი 2“ – ის ადვოკატები საუბრობდნენ და მათვე შეიტანეს სარჩელი საკონსტიტუციოში
ავტორი:
02 ნოემბერი, 2015. 16:45


საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე, რომელმაც „რუსთავი 2"-ისა და ტელეკომპანია „საქართველოს" სარჩელი წარმოებაში მიიღო და საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეაჩერა დაუყოვნებელი აღსრულების ნორმის მოქმედება, კომენტარი გააკეთა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ. მისი თქმით, სასამართლოს მიმდინარეობის არც ერთ ეტაპზე მათ მხარეს არ დაუყენებია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაში მიქცევის საკითხი.

 

გასაგებია, რომ  საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. კი ბატონო, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება. დამერწმუნებით, რომ ჩვენ არასდროს არ დაგვიყენებია და არ გვითქვამს, რომ ვაპირებდით დაუყოვნებლივი აღსრულების გზით წასვლას. სხვათაშორის, ეს იდეა მოგვაწოდეს თავად რუსთავი 2"-ის წარმომადგენლებმა, როცა გახმაურდა,  რომ თითქოს ვაპირებდით დაუყოვნებლი აღსრულებას, თითქოს ვიღაცა აპირებდა სპეცნაზით"  შესვლას რუსთავი 2"-ის ტერიტორიაზე. ეს არის კიდევ ერთი აბსურდი, რასაც ამ პროცესზე ხშირად ვისმენ. ასეთი რამ ჩვენ სასამართლოში არ დაგვიყენებია, არ მოგვითხოვია დაუყოვნებლივი აღსრულება.

 

ჩვენი ოპონენტების პრაქტიკულად ყველა განცხადება არის მორიგი დასტური იმისა, რომ იურიდიული დაცვის ნაცვლად, ისინი თავდაუზოგავად ცდილობენ სამართლებრივი საკითხის პოლიტიკურ სიბრტყეში გადატანას. ამის დასტურია ისიც, რომ მათ მიერ პერმანენტულ რეჟიმში დაყენებულ შუამდგომლებებს სათანადო მტკიცებულებები უბრალოდ არ გააჩნია.

 

ისიც ფაქტია, რომ დაუყოვნებლივ აღსრულებაზე სწორედ რუსთავი 2"-ის ადვოკატები საუბრობდნენ და მათვე შეიტანეს სარჩელი საკონსტიტუციოში", - აღნიშნა პაატა სალიამ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016