reportiori.ge - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 22:43
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
02 ნოემბერი, 2015. 18:58


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" სრულად გთავაზობთ:


„2015 წლის 24 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

 

გამოძიების ფარგლებში, ტარდება ყველა შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედება, მიმდინარეობს გამოძიების ხელთ არსებული მნიშვნელოვანი ოპერატიული ინფორმაციის შესწავლა. ასევე მოწმდება საქმესთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია, დაიკითხება ყველა ის პირი, რომლის ჩვენებას გამოძიება საჭიროდ მიიჩნევს.

 

მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისა და ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც არის მიმართული საზოგადოებრივი აზრის არასწორი ფორმირებისკენ. აღნიშნული განცხადებების მიუხედავად, გამოძიება აგრძელებს ყველა საჭირო ღონისძიების გატარებას საქმეში ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით. საქმის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საზოგადოებას დამატებით აცნობებს", - ნათქვამია განცხადებაში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016