reportiori.ge - The Voice-ის მონაწილე ოთო ღურწკაია: ქვეყნის ბიუჯეტს არ უნდა დააბრალო... თუ იშრომებ, დაგიფასდება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:59
ინტერვიუ
The Voice-ის მონაწილე ოთო ღურწკაია: ქვეყნის ბიუჯეტს არ უნდა დააბრალო... თუ იშრომებ, დაგიფასდება!
02 ნოემბერი, 2015. 19:20


The Voice-ის 2015 წლის მონაწილე ოთო ღურწკაიამ ბრმა ქასთინგზე ჟიურის ოთხივე წევრი შემოაბრუნა, რომლებიც აღაფრთოვანებულნი იყვნენ მისი გამოსვლით. ოთომ მწვრთნელად ნოდიკო ტატიშვილი აირჩია. Voice-ზე ოთოს დიდი ბრძოლა ელის... თუმცა, 18 წლის კონკურსანტმა ამ პროექტამდე არაერთი წარმატების მოპოვება შეძლო, რომელზეც „რეპორტიორს" უამბობს...


- პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ვსწავლობ, წარმოშობით სოხუმიდან ვარ. ჩემი მშობლები იქ ცხოვრობდნენ, თავად არასდროს ვყოფილვარ სოხუმში. ძალიან მინდა, ოდესმე შევძლო ჩემს მშობლიურ მხარეში ჩასვლა, ყველანაირი დაბრკოლების გარეშე... იმედს არ ვკარგავ, მგონია, რომ ერთ დღესაც დადგება ის ბედნიერი წუთები, როდესაც სოხუმში ჩავალ...


მუსიკასთან ჩემი შეხება სამი წლის წინ დაიწყო. ნანა დაუშვილის მუსიკალურ სტუდიაში მივედი, სადაც ჩემი მუსიკალური გემოვნებაც დაიხვეწა. სხვადასხვა კონკურსში, კონცერტებზე ვმონაწილეობდი...


- ბულგარეთში, „MORSKA PERLA"-ს კონკურსზე მოგვიყევით, სადაც საუკეთესო ვოკალისტის ტიტული მიიღეთ...


- 2013 წელს თბილისში გამართულ „ბრავოს" კონკურსზე გრანპრის მფლობელი გავხდი და ოქროს მედლით დამაჯილდოვეს.


Description: D:REP16Desktop12208182_814861381957395_320637893_n.jpg


ბულგარეთში გამიშვეს კონკურსზე „MORSKA PERLA", იქაც პირველი ადგილი ავიღე. ამ ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მომღერლები და ვოკალისტები მონაწილეობდნენ. ჟიურის წევრები როგორც ბულგარეთიდან, ასევე, ბელარუსიდან და რუსეთიდან იყვნენ. კონკურენცია საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, საუკეთესო ვოკალისტის ტიტული მომენიჭა. ოქროს მედალი და დიპლომი გადმომცეს. ასევე რამდენიმე ნომინაციაში გავიმარჯვე. ჟიურის წევრების რეაქციით თუ ვიმსჯელეთ, ჩემი შესრულებით აღფრთოვანებულები იყვნენ.


- სიმღერის საერთაშორისო ფესტივალზე „ოქროს მუზა" წარმატებები გხვდა წილად...


- სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი „მუზა" 29-30 ივნისს, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში" გაიმართა, რომლის მიზანს წარმოადგენს მოზარდთა შემოქმედების, ქართული სიმღერის პოპულარიზაცია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ეს საკმაოდ მასშტაბური კონკურსია. გაიმარჯვა უნიჭიერესმა ლიზა ჩაჩუამ, მე კი გავხდი ჟიურის სიმპათია. რომა რცხილაძე ჟიური წევრი გახლდათ, დამაჯილდოვეს გრან-პრით, ლაურეატის წოდებით და ოქროს მედლით. ოდნავ გამიჭირდა ქართული სიმღერის შესრულება, კონკურენციაც საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ ყველანაირად შევეცადე, კარგად გამოვსულიყავი. გადმომეცა 10-დღიანი საგზური ესპანეთში - მარბელაში, სადაც კონკურს „Reality Star"-ში მივიღებ მონაწილეობას. წელს ვერ ვახერხებ წასვლას, მომავალ წელს გავემგზავრები.


- „Voice"-ზე გვიამბეთ...


- არ ვიცი, ამ კონკურსზე რატომ გავედი... ალბათ, ჩემი თავი კიდევ ერთხელ გამოვცადე... ოთხივე მწვრთნელის შემოტრიალებას არ ველოდი. რაც შეეხება მწვრთნელად ნოდიკო ტატიშვილის არჩევას - ყველას პატივს ვცემ, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ის ძალიან მშრომელი და პასუხისმგებლიანი ადამიანია, რასაც ძალიან ვაფასებ. ამ პროექტშიც მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი თავი წარმოვაჩინო და ბოლომდე დავიხარჯო. კარგი პროექტია და ღირს ბრძოლა გამარჯვებისთვის...


ხალხისგან უდიდესი სითბო და საქებარი სიტყვები მოდის ჩემს მიმართ, რისთვისაც ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.


- ძალიან ბევრი ადამიანი თვლის, რომ საქართველოში ასეთ კონკურსებში მონაწილეები მხოლოდ დროებით არიან წარმატებულები, შემდეგ ჩრდილში ექცევიან... ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?


- სამწუხაროდ, ბევრი მონაწილე დიდი წარმატების შემდეგ მოდუნებულა. ისეთი მონდომებულნი და აქტიურნი აღარ არიან, როგორც თავდაპირველად. ვფიქრობ, ეს პიროვნებაზეა დამოკიდებული... ქვეყნის ბიუჯეტს ან ხალხს რაც არ უნდა დააბრალო, შენ თუ საკუთარი საქმე მთელი გულით გიყვარს და არ უღალატებ,  თუ იშრომებ, შრომა ყოველთვის ფასდება! თუ მოინდომებ, ყველაფერი გამოგივა!


- „voice"-ის შემდეგ რა გეგმები გაქვს?

 

- ამ დროისთვის მთავარი გეგმა ის არის, რომ სამედიცინოზე ჩავაბარო, მინდა, ქირურგი გავხდე. მუსიკალურ გეგმებს რაც შეეხება, ცოტა ხანი შევჩერდები, სწავლის გამო, დროში ოდნავ ვიზღუდები... თუმცა, სიმღერა მთელი ჩემი ცხოვრებაა, ხშირად რაზეც საუბარი მიჭირს ან უბრალოდ არ ვსაურობ, იმას სიმღერით გადმოვცემ... საოცარი გრძნობაა, როცა მთელი არსებით მღერი...

Description: D:REP16Desktop12207624_814861615290705_1684211655_n (1).jpg


Description: D:REP16Desktopjhiu.jpg


 


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016