reportiori.ge - ვოლოდიმირ ბოიკო: მიხეილ სააკაშვილი უკრაინაშიც დიდ პოლიტიკურ სკანდალებშია გახვეული!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 06:20
მსოფლიო
ვოლოდიმირ ბოიკო: მიხეილ სააკაშვილი უკრაინაშიც დიდ პოლიტიკურ სკანდალებშია გახვეული!
ავტორი:
03 ნოემბერი, 2015. 03:39


უკრაინელი ჟურნალისტის ვოლოდიმირ ბოიკოს განცხადებით, უკრაინაში მედიას პოროშენკოს ადმინისტრაცია აკონტროლებს, რა ინფორმაცია გავრცელდეს მედიაში და რა დაიბლოკოს.


როგორც ბოიკო აღნიშნავს, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილზე თითქმის ყოველდღე, სკანდალური პოლიტიკური კომპრომატები ვრცელდება.


აქ ტელევიზიებსა და პრესას, ძირითადად პოროშენკოს ადმინისტრაცია აკონტროლებს, შესაბამისად, პრეზიდენტის ჯგუფი განსაზღვრავს, რა ინფორმაცია გავრცელდეს მედიაში და რა დაიბლოკოს. თანაც, უკრაინაშიც თითქმის ყოველდღე სკანდალური პოლიტიკური კომპრომატები ვრცელდება, რომლის მთავარი ადრესატი, როგორც წესი, ოდესის ექსცენტრიული გუბერნატორი სააკაშვილი გახლავთ. ის უკრაინაშიც დიდ პოლიტიკურ სკანდალებშია გახვეული",- აცხადებს ბოიკო.


ჟურნალისტი ასევე, აცხადებს, რომ პოროშენკოს ადმინისტრაცია გავრცელებულ ჩანაწერებს არც მომავალში გამოეხმაურება.


ეჭვიც არ მეპარება, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტი და პრეზიდენტი პოროშენკო სააკაშვილის რევოლუციურ ვნებებზე განმარტებას არ გააკეთებენ. არადა, უკრაინის ხელისუფლება ვალდებულია, ქართველ სამართალდამცავებს რეალური სცენარის გარკვევაში დაეხმაროს და დაადგინოს, როგორ გეგმავდა სააკაშვილი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას",- აღნიშნავს ჟურნალისტი.

მისივე შეფასებით, ნათელია, სააკაშვილი და მისი ჯგუფი უკრაინაში სახელმწიფო პრობლემების აღმოსაფხვრელად კი არა, პირადი კეთილდღეობისთვის იმყოფებიან.


უკრაინა მათთვის დროებითი თავშესაფარია. მეტიც, სააკაშვილი უკრაინელებთან საუბრისას არც მალავს, რომ მისი მიზანი საქართველოში პოლიტიკური რევანშია. ვფიქრობ, გავრცელებული ჩანაწერების გამო სააკაშვილი რიგითი უკრაინელებისგან ადექვატურ პასუხს მალე მიიღებს",- აცხადებს ვოლოდიმირ ბოიკო.


წყარო: ნიუპოსტი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016