reportiori.ge - ფიქრია ჩიხრაძე: მე განათლების გულშემატკივარი ვარ, მაგრამ პრეზიდენტის სასახლეში უნივერსიტეტის განთავსება, არასწორად მიმაჩნია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 21:07
პოლიტიკა
ფიქრია ჩიხრაძე: მე განათლების გულშემატკივარი ვარ, მაგრამ პრეზიდენტის სასახლეში უნივერსიტეტის განთავსება, არასწორად მიმაჩნია!
11 ნოემბერი, 2013. 15:32

„ჩემთვის გაუგებარია უარის თქმა იმ შენობის სახელისუფლო დანიშნულებით გამოყენებაზე, რასაც პრეზიდენტის სასახლე ჰქვია", - ეს განცხადება „ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, პრეზიდენტის რეზიდენციის თემაზე კომენტირებისას გააკეთა.

მისივე თქმით, ის დამოკიდებულება, რაც ამ საკითხის ირგვლივ ჩამოყალიბდა, უცნაურია.


„აბსოლუტურად გაუგებარია უარის თქმა იმ შენობის სახელისუფლო დანიშნულებით გამოყენებაზე, რასაც პრეზიდენტის სასახლე ჰქვია. მესმის, რომ დღევანდელი პრეზიდენტი იმხელა უფლებამოსილების აღარ არის და შესაბამისად, მისი ადმინისტრაციაც არ იქნება იმხელა, რომ ეს შენობა შეივსოს, მაგრამ თავისუფლად შეიძლება, პრეზიდენტთან ერთად იქ მოვიაზროთ რაიმე სახელისუფლებო უწყება. მაგალითად, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუცია, ისე პრემიერის ადმინისტრაცია განთავსდეს, ან პრეზიდენტი განთავსდეს თავისი შეზღუდული ადმინისტრაციით სადმე სხვაგან, ახალი შენობა მზადდება და იმ ყოფილ შენობაში გადავიდეს პრემიერი თავისი დიდი ადმინისტრაციით და რომელიმე სამინისტროთი", - განაცხადა ჩიხრაძემ.


„ახალი მემარჯვენეების" ლიდერისთვის ის არგუმენტიც მიუღებელია, რომ პრეზიდენტის სასახლე ხალხის ფულითაა აშენებული და ისევ მათ უნდა დაუბრუნდეთ.


„ხელისუფლებას უნდა ესმოდეს ის, რომ ყველგან, სადაც არ უნდა იყოს, ხალხის ფულით აშენებულ შენობებში იმუშავებენ და მათივე ფულით შეძენილი მანქანებით ივლიან, რადგან ხალხის მიერ არიან დაქირავებულნი. მე განათლების დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ იქ უნივერსიტეტის განთავსება, არასწორად მიმაჩნია", - განაცხადა ჩიხრაძემ.  


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016