საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და სოფო ნიჟარაძეს შორის სატელეფონო საუბრების ჩანაწერს ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ დროულად უნდა გაატაროს შესაბამისი ზომები სააკაშვილის წინააღმდეგ.
„ადამიანი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა, რომელიც თავისი კეთილდღეობისთვის ყველაფეზე მიდის, მოუწოდებს ხალხს სისხლისღვრისკენ და ჟურნალისტებს ასე დასცინის, ამაზე რა კომენტარის გაკეთება შეიძლება?! სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა საკუთარი სამომავლო გეგმების გამო. როცა ის ამას აკეთებს, როგორ შეუძლია თქვას, რომ უყვარს თავისი ქვეყანა.
მაგ ჯალათების მმართველობის პერიოდში ვინმეს რომ გაებედა, მსგავსი ჩანაწერები გაევრცელებინა, ციხეში კი არ გამოკეტავდნენ, პირდაპირ მოკლავდნენ, ქუჩაში დაწვავდნენ. სასამართლო გადაწყვეტილება წინაა, „რუსთავი 2"-ს არავინ ხურავს, ამ ფონზე იძახის - სისხლი დაღვარეთო. ამ სიტყვების გამო მარტო კი არ უნდა დაიჭირონ, უნდა დაწვან. ამ ადამიანის ხსენებაც აღარ მინდა, ის საქართველოს ოფიციალური მტერია.
ძალიან ბევრი მეგობარი მყავს უკრაინაში, ოდესაში. სააკაშვილი იქ ეზიზღებათ, ვერ იტანენ. ეს ჩანაწერებიც სპეციალურად ვრცელდება, რომ უკრანელმა ხალხმა დაინახოს იმ ადამიანის სახე, რომელიც წარმოჩენილია ვითომ დემოკრატიის შუქურად. ადამიანის სისხლზე ლაპარაკობს: მოკალით ბავშვი, მოკალით ქალი. ეს არის დემოკრატია?
ბოდიში და, ვინ ჩემი ფეხებია სააკაშვილი? ეს არის მკვლელი! ჩვენმა სახელმწიფომ დროულად უნდა მიიღოს ზომები, თორემ ხალხი გააკეთებს; თუ ხელისუფლება ამ უბედურებებს არ აღკვეთს, ამას ხალხი გააკეთებს", - განუცხადა „რეპორტიორს" ოქიტაშვილმა.