თბილისის საქალაქო სასამართლო „რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს, 17:30 საათზე გამოაცხადებს. მოსარჩელე მხარის ადვოკატის პაატა სალიას განცხადებით, მათ სარჩელს აქვს სამართლებრივი საფუძველი, ამიტომ ის სასამართლომ უნდა დააკმაყოფილოს.
„მოსამართლე დღეს, 6-ის ნახევარზე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას. მხარეთა პოზიცია უცვლელია, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით ერთმანეთის პოზიციებს. მოპასუხე მხარეს მიაჩნია, რომ ჩვენი სარჩელი არ არის დასაბუთებული, თუნცა, ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არსებობს. საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ ზურგს გვიმაგრებენ სხვადასხვა თანამდებობის პირები, ეს აბსურდია და ვერ დავეთახმები. სასამართლო განხილვა არ არის ის ადგილი, სადაც მსგავსი ტიპის განცხადებები უნდა კეთდებოდეს. მე არ ვარ პოლიტიკოსი და ამ პოლიტიკურ განცხადებებზეც კომენტარს არ გავაკეთებ", - განაცხადა სალიამ.