reportiori.ge - „რუსთავი 2“-ის ადვოკატი: მოლოდინი გვაქვს, რომ მოსამართლე ქიბარ ხალვაშის სარჩელს სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 22:49
სამართალი
„რუსთავი 2“-ის ადვოკატი: მოლოდინი გვაქვს, რომ მოსამართლე ქიბარ ხალვაშის სარჩელს სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილებს
ავტორი:
03 ნოემბერი, 2015. 16:26



რუსთავი 2"-ის ადვოკატის თამთა მურადაშვილის განცხადებით, მოულოდნელი იყო „რუსთავი 2"-ის მხარისთვის, რომ შემაჯამებელი გადაწყვეტილება დღეს იქნებოდა.



მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განცხადებით, შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დღეს, 17:30 საათზე, გამოაცხადებს ქიბარ ხალვაშის სარჩელთან დაკავშირებით.



ახლა, ზუსტად 15:00 საათზე, დასრულდა საქმის განხილვა და მოსამართლემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას დღეს, 17:30 საათზე გამოაცხადებს. ვკითხეთ, გადათქვა თუ არა თავისი პოზიცია, რომ მას დასჭირდებოდა რამდენიმე დღე გასააზრებლად, მან იგივე გამიმეორა, რომ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს დღეს", - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.



რაც შეეხება შემაჯამებელ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებულ მოლოდინს მოპასუხე მხარეს მიაჩნია, რომ მოსამართლე ან სრულად დააკმაყოფილებს ქიბარ ხალვაშის სარჩელს, ან ნაწილობრივ და კერძოდ, არ დააკმაყოფილებს სარჩელს იმ ნაწილში, სადაც საავტორო უფლებებზეა საუბარი.

 

 

მოლოდინი იყო, რომ ის სრულყოფილად მოისმენდა პროცესების ჩანაწერს და სრულყოფილად შეაფასებდა ყველა გარემოებას. მეეჭვება, რომ მოსამართლეს ეს ჰქონდეს გაკეთებული. ამიტომ, აქედან გამომდინარე, მოლოდინი გვაქვს, რომ იგი ვინაიდან გადახრილი იყო პროცესების მიმდინარეობისას მოსარჩელე მხარეს, დააკმაყოფილებს ქიბარ ხალვაშის სარჩელს ან სრულად, ან ნაწილობრივ. თუ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი, მოლოდინი გვაქვს, რომ საავტორო უფლებების ნაწილში არ დაკმაყოფილდება", - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016