reportiori.ge - ვანო ჩხარტიშვილი: „თიბისი ბანკს“ მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 02:04
სამართალი
ვანო ჩხარტიშვილი: „თიბისი ბანკს“ მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება
ავტორი:
03 ნოემბერი, 2015. 17:07



ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

თიბისი ბანკის" მესვეურებს, როგორც ქართული საფინანსო სისტემის უმსხვილესი ინსტიტუტის ხელმძღვანელებს, მეტი სოლიდურობა და პასუხისმგებლობა მართებთ, რადგანაც დოლიძე-ოსიპოვის კამპანიასთან ერთად სამართლებრივიდან შავი პიარის სივრცეში გადანაცვლებით, ისინი დარტყმის ქვეშ აყენებენ არა მარტო საკუთარი ბანკის რეპუტაციას, არამედ მთლიანად საბანკო სისტემის სტაბილურობას. ეს ქმედებები დროის კონტექსტიდანაც ამოვარდნილია და წინააღმდეგობაში მოდის დღევანდელობის უმთავრეს - სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნასთან.

 

9-წლიანი მძიმე მემკვიდრების ტვირთი დღეს ყველაზე მეტად ქართულ ბიზნესს აწვება, რადგანაც იგი ორ დაპირისპირებულ მხარედაა გაყოფილი. წინა ხელისუფლებამ ბიზნესმენთა ერთ ნაწილს ქონება უკანონოდ წაართვა და მეორე ნაწილს გადასცა. დღეს, ერთნი საკუთრების დაბრუნებას ელოდებიან, მეორენი კი - წართმევას. ორივე მხარე დაძაბულია და ეს ძალიან უარყოფითად აისახება ქვეყნის ბიზნეს-გარემოზე. ეს დღეს ქვეყნის წინსვლის შემაფერხებელი უპირველესი ფაქტორია და მისი დაძლევის ერთადერთი გზა სამართლიანობის უპირობო აღდგენა და წართმეული საკუთრებისა და აქტივების დროული დაბრუნებაა.

 

ჩვენ დღემდე არ გაგვიხდია საჯარო განხილვის საგნად ჩვენს ბიზნესებზე ძალადობის ის ფაქტები თუ სქემები, რომელშიც, სამწუხაროდ, საკუთარი სურვილითა თუ იძულებით, ჩართული იყოთიბისი ბანკიც". ამას არც მომავალში გავაკეთებთ, რადგანაც ბანკი ნდობაზე აგებული ინსტიტუტია და ეჭვის შეტანა მის კეთილინდისიერებაში, არა მხოლოდ ამ ბანკს დააზარალებს, არამედ მთელ საბანკო სისტემას და თითოეულ მოქალაქეს.

 

მაგრამ ეს არ ნიშნავს, შევეგუოთ ფაქტების უტიფარ გაყალბებას და დავიჯეროთ, რომ ჩემი აქტივები მათ მიერ კეთილსინისიერად იქნა შეძენილი სააკაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილის . . აუქციონზე, სულ რაღაც ჩემი საქართველოდან განდევნიდან თვენახევარში. ეს იყო ძალადობა და სახელისუფლებო ბერკეტების ბოროტად გამოყენება, სისხლის სამართლის დანაშაული, თუმცა ჩვენ მივმართეთ არა პროკურატურას , არამედ სასამართლოს, რადგან მიგვაჩნია, რომ დავებიდან უნდა ამოვიდეთ ცივილიზებულად და მალე, რათა ქვეყანამ წინ იაროს.

 

ამიტომაც, „თიბისი ბანკის" მესვეურებს მოვუწოდებ, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკითხს, შეეშვან დაშანტაჟების ცდებს და დაუბრუნდნენ სამართლებრივ სივრცეს. უფრო მეტიც, ჩვენ მზად ვართ, მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას, რათა ბოლო მოეღოს სამართლებრივ დავას და უკანონოდ წართმეული ქონება სამართლიანად დაგვიბრუნდეს. ჩვენ ასევე მზად ვართ, ავანაზღაუროთ ის ხარჯები, რომლებიც მეორე მხარის მიერ კომპანიაში იქნა გაწეული", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ჩხარტიშვილის პრეს-სამსახური ავრცელებს.



 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016