საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილების შემდეგ კომენტარი გააკეთა ქიბარ ხალვაშის ინტერესების დამცველმა პაატა სალიამ. როგორც სალია განმარტავს, ამ გადაწყვეტილების შემდეგ 60% წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში გახდება, თუმცა, მისივე თქმით, წინ რამდენიმე ინსტანციაა:
„ყველა მოთხოვა მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. 7 მოთხოვნიდან დაკმაყოფილდა მხოლოდ ორი. ეს ორი მოთხოვნა არის ხელშეკრულებების ბათილობა შპს „გეოტრანსთან" და შპს „საქცემენტთან". ამის შედეგად, დღევანდელ მესაკუთრეებს საკუთრების უფლება გაუუქმდათ და საჯარო რეესტრში 60 % წილის მესაკუთრედ უნდა აღირიცხოს ქიბარ ხალვაში, ხოლო 40 %-ის მესაკუთრედ - მისი კომპანია „პანორამა". ყველაფერი დამოკიდებულია, როდის შევა სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში. სამი ინსტანციაა, მოწინაარმდეგე მხარე, დარწმუნებული ვარ, გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას, შემდეგ არის უზენაესი სასამართლო. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ იქნება შესაძლებელი ქიბარ ხალვაშის და შპს „პანორამას" სახელზე აღირიცხოს ეს წილები საჯარო რეესტრში", - განაცხადა პაატა სალიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ქიბარ ხილვაშის სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა, ტელეკომპანიის წილების დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა.
"რუსთავი 2-ის" წილის 60% მან ქიბარ ხალვაშს, 40% კი ხალვაშის კუთვნილ კომპანია "პანორამას" გადასცა.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა საავტორო უფლებებთან დაკავშირებით.