reportiori.ge - პაატა სალია: გადაწყვეტილების მიხედვით, საჯარო რეესტრში 60% წილის მესაკუთრედ უნდა აღირიცხოს ქიბარ ხალვაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 22:41
სამართალი
პაატა სალია: გადაწყვეტილების მიხედვით, საჯარო რეესტრში 60% წილის მესაკუთრედ უნდა აღირიცხოს ქიბარ ხალვაში
ავტორი:
03 ნოემბერი, 2015. 17:57



საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილების შემდეგ კომენტარი გააკეთა ქიბარ ხალვაშის ინტერესების დამცველმა პაატა სალიამ. როგორც სალია განმარტავს, ამ გადაწყვეტილების შემდეგ 60% წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში გახდება, თუმცა, მისივე თქმით, წინ რამდენიმე ინსტანციაა:


„ყველა მოთხოვა მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. 7 მოთხოვნიდან დაკმაყოფილდა მხოლოდ ორი. ეს ორი მოთხოვნა არის ხელშეკრულებების ბათილობა შპს „გეოტრანსთან" და შპს „საქცემენტთან". ამის შედეგად, დღევანდელ მესაკუთრეებს საკუთრების უფლება გაუუქმდათ და საჯარო რეესტრში 60 % წილის მესაკუთრედ უნდა აღირიცხოს ქიბარ ხალვაში, ხოლო 40 %-ის მესაკუთრედ - მისი კომპანია „პანორამა". ყველაფერი დამოკიდებულია, როდის შევა სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში. სამი ინსტანციაა, მოწინაარმდეგე მხარე, დარწმუნებული ვარ, გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას, შემდეგ არის უზენაესი სასამართლო. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ იქნება შესაძლებელი ქიბარ ხალვაშის და შპს „პანორამას" სახელზე აღირიცხოს ეს წილები საჯარო რეესტრში", - განაცხადა პაატა სალიამ. 


თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ქიბარ ხილვაშის სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა, ტელეკომპანიის წილების დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა.


"რუსთავი 2-ის" წილის 60% მან ქიბარ ხალვაშს, 40% კი ხალვაშის კუთვნილ კომპანია "პანორამას" გადასცა.


მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა საავტორო უფლებებთან დაკავშირებით.







 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016