reportiori.ge - თამთა მურადაშვილი: გავივლით ყველა ინსტანციას და მივმართავთ ყველა იმ სამართლებრივ ზომას, რაც გაგვაჩნია კანონმდებლობით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 22:48
სამართალი
თამთა მურადაშვილი: გავივლით ყველა ინსტანციას და მივმართავთ ყველა იმ სამართლებრივ ზომას, რაც გაგვაჩნია კანონმდებლობით
ავტორი:
03 ნოემბერი, 2015. 18:09


  

„დღეს ვიხილეთ, თუ როგორ განახორციელა მოსამართლე ურთმელიძემ საკუთარი პროფესიული სუიციდი", - ასე შეაფასა „რუსთავი 2"-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ქიბარ ხილვაშის სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა, ტელეკომპანიის წილების დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა. მურადაშვილი განმარტავს, რომ ტელეკომპანიის იურისტები გააგრძელებენ ბრძოლას და ამისათვის მიმართავენ ყველა ინსტანციას.

 

„პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ საავტორო უფლებების ნაწილში სასარჩელო უფლებები იყო სრულიად უსაფუძვლო და ეს გაკეთებული იყო იმ მიზნით, რომ სწორედ მოსამართლე ურთმელიძესთან მოხვედრილიყო ეს საქმე. დღეს ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ქიბარ ხალვაშს არანაირი ინტერესი არ ჰქონდა საავტორო უფლებებთან დაკავშირებით.

 

რაც შეეხება წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას და კომპანიის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებას, ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ ნამდვილად ბეჭედი დაუსვა იმას, რომ ის შევა ისტორიაში როგორც სამარცხვინო მოსამართლე. მან მთელი საქართველოს კანონმდებლობა თავდაყირა დააყენა. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება სრულიად უკანონოა. მოსამართლე ამაზე აუცილებლად აგებს პასუხს. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე.

 

ვაპირებთ, გავასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში და შემდეგ მესამეშიც, თუ ამის საჭიროება იქნება. გავივლით ყველა ინსტანციას და მივმართავთ ყველა იმ სამართლებრივ ზომას, რაც გაგვაჩნია კანონმდებლობით, ჩვენი ინტერესების დასაცავად.

 

მოგეხსენებათ, სააპელაციოში არის სამი მოსამართლე. ვფიქრობ, სამი მოსამართლე უფრო სერიოზულად იმსჯელებს და იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება არ გამოვა ასეთი დაჩქარებული წესით. სამი მოსამართლისთვის პასუხისმგებლობის აღება ასეთ საქმეზე, ალბათ, უფრო რთული იქნება და იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო უფრო ობიექტური იქნება", - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ქიბარ ხილვაშის სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა, ტელეკომპანიის წილების დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა.


"რუსთავი 2-ის" წილის 60% მან ქიბარ ხალვაშს, 40% კი ხალვაშის კუთვნილ კომპანია "პანორამას" გადასცა.


მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა საავტორო უფლებებთან დაკავშირებით.








 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016