reportiori.ge - ლია მუხაშავრია: კარგი და მისასალმებელია, რომ მხარეები სასამართლო წესით და სამართლებრივი მეთოდებით ებრძვიან ერთმანეთს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 22:33
სამართალი
ლია მუხაშავრია: კარგი და მისასალმებელია, რომ მხარეები სასამართლო წესით და სამართლებრივი მეთოდებით ებრძვიან ერთმანეთს
ავტორი:
03 ნოემბერი, 2015. 17:05



უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს აფასებს და აცხადებს, რომ ზოგადად მისასალმებელია, რომ მხარეები სასამართლო წესით და სამართლებრივი მეთოდებით ებრძვიან ერთმანეთს.


უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ თავად ის ფაქტი, რომ ასე სწაფრად ხდება წარმოებაში სარჩელების მიღება და დაუყოვნებლივ ხდება მოთხოვნების დაკმაყოფილება გასაჩივრებული ნორმების შეჩერების თაობაზე, ძალიან ბევრ კითხვას წარმოშობს.


„ზოგადად, ძალიან კარგი და მისასალმებელია, რომ მხარეები სასამართლო წესით და სამართლებრივი მეთოდებით ებრძვიან ერთმანეთს და არა ქუჩაში მუშტი-კრივითა და ძალის გამოყენებით. მე ვფიქრობ რომ ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ის სამართლებრივი ნაგავი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" შემოიტანა კანონმდებლობაში, გატანილი იქნებას ამ სფეროდან, თუნდაც ამ გზით და ამ ფორმით", - აცხადებს მუხაშავრია.


უფლებადამცველი აცხადებს, რომ გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, იკვეთება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მოსარჩელის პოზიციებს იზიარებს და მიმხრობილია მისკენ.

 

„როდესაც წინასწარ ხდება ნორმის შეჩერება საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანისთანავე ეს გვაფიქრებინებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელეთა დასაბუთებას, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო ნეიტრალურ პოზიციას დაიჭერდა და გასაჩივრებულ ნორმას შეაჩერებდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამ შემთხვევაში იკვეთება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მეტ-ნაკლებად მიმხრობილია მოსარჩელეების მიმართ. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძალიან სწრაფად მიმდინარეობს ეს პროცესები, მაშინ როცა სხვა საქმეები დიდხანს განიხილება ხოლმე, უნდა ვივარაუდოთ, რომ „რუსთავი 2" საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეთანხმებით მოქმედებს. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ 268-ე მუხლის მოქმედება შეჩერებულია და შეიძლება სასამართლომ ის ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადოს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საბოლოოდ ქიბარ ხალვაში ვერ დაიბრუნებს საკუთრების უფლებას, თუკი მას ამისი სამართლებრივი საფუძელი გააჩნია და ხელისუფლებასაც ეს აწყობს, მაგრამ სხვა საკითხია, რომ რისთვის უნდათ დროის მოგება „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობას, რაში სჭირდებათ დროის გადაწევა და ამ დროის გამოყენება, საკითხავი სწორედ ეს არის. ეს კითხვა უკავშირდება იმ შეთქმულებას და გადატრიალების შესახებ ე.წ. საუბრებს, ამიტომ მთლიანობაში თუ შევხედავთ, სამართლებრივი საშუალებების გამოყენება ბინძური მიზნების მისაღწევად ძალიან საშიშია ხოლმე და კიდევ ერთ ძალიან მახინჯ ტენდენციას უდებს საქართველოში საფუძველს. აქამდე უფლებადამცველები საკონსტიტუციო სასამართლოს ვიყენებდით ადამიანის უფლებების დასაცავად და დასამკვიდრებლად და არა იმისთვის, რომ ვინმემ სახელმწიფო გადატრიალება მოასწროს და მერე ეს განახორციელოს კიდეც", - განუცხადა მუხაშავრიამ.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016