reportiori.ge - ქიბარ ხალვაში: დღეს მოხდა ის, რისიც 10 წელია მჯერა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 22:37
სამართალი
ქიბარ ხალვაში: დღეს მოხდა ის, რისიც 10 წელია მჯერა
ავტორი:
03 ნოემბერი, 2015. 19:05


 

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილების თაობაზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


დღეს მოხდა ის, რისიც 10 წელია მჯერა და რისთვისაც ბრძოლა 10 წელია არ შემიწყვია. დღეს სასამართლოში დამარცხდა მიშა სააკაშვილი, რომელიც უკვე აღარ არის ტელეკომპანია რუსთავი2"-ის პატრონი.

 

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

 

სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის სწორედ სამართლიანობის აღდგენის პროცესის რეალური დასაწყისი.

 

მიუხედავად იმისა, თუ როგორ გაგრძელდება სამართლებრივი პროცესი შემდგომი ინსტანციის სასამართლოებში, მე გამარჯვებული ვარ, რამდენადაც არა დაშინებითა და ზეწოლით, არამედ ცივილიზებულად, სასამართლოს გზით, დავამტკიცე ჩემი სიმართლე და ჩემი განადგურების მოსურნე ოდესის გუბერნატორმა საკადრისი სამართლებრივი პასუხი მიიღო.

 

თუმცა, დღეს ეს უკვე აღარ არის მთავარი. კარგად მესმის, რომ ჩემი სამართლებრივი ბრძოლა რუსთავი 2"-ის დასაბრუნებლად ნაციონალური მოძრაობის" და პირადად სააკაშვილის მიერ საყოველთაო აჟიოტაჟის საგნად არის ქცეული.

 

დღეს სულ სხვა რამ მაღელვებს. ესაა იმ ადამიანების ბედი, რომლებიც ნებსით თუ უნებლიემოყვნენ წლების მანძილზე სააკაშვილის მიერ დატერორებული ტელეკომპანიების ცრუ და პროპაგანდისტულ მექანიზმში.

 

რუსთავი 2"-ის თანამშრომლებზე ვსაუბრობ. მე მათ გუშინაც მივმართე და დღესაც მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო:

 

მე მართლაც კარგად მესმის, რა ტერორის და ზეწოლის ქვეშ იმყოფებით დღემდე ტელეკომპანია რუსთავი2"-ის  მეპატრონის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. დღეს ეს ტერორი დასრულდა!

 

მე გარწმუნებთ და კიდევ ერთხელ გპირდებით, რომ თქვენგან არცერთი პროფესიონალი არ გათავისუფლდება სამსახურიდან.

 

საქართველოში მართლაც შეიძლება ხარისხიანი, სარედაქციო დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტების  მქონე, კრიტიკული და ამავდროულად მომგებიანი ტელებიზნესის კეთება და ერთად გავაკეთებთ ამას.

 

სიმართლე ერთია  და ის ყოველთვის არა ძალადობის, არამედ თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი ბიზნესის და თავისუფლების მხარესაა.

 

დღეს სიმართლემ იზეიმა და დიდი ბოროტება დამარცხდა. გილოცავთ!" - ნათქვამია განცხადებაში.



თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის წილების 60 პროცენტი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, 40 % კი მის საკუთრებაში არსებულ შპს „პანორამას" დაუბრუნდება.


წილებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ „რუსთავი 2"-ის ყველა ადვოკატმა, ერთის გარდა, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.


რაც შეეხება მოსარჩელე მხარის - ქიბარ ხალვაშის სხვა მოთხოვნებს, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა არხის საავტორო უფლებების დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე. როგორც ცნობილია, ქიბარ ხალვაში ზიანის ანაზღაურების მიზნით 18 მილიონ დოლარს ითხოვდა.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016