reportiori.ge - მაია ფანჯიკიძე: ჯერ არ არის მიღწეული შეთანხმება იმაზე, გაემგზავრება თუ არა მარგველაშვილი სოჭის ოლიმპიადაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 21:05
პოლიტიკა
მაია ფანჯიკიძე: ჯერ არ არის მიღწეული შეთანხმება იმაზე, გაემგზავრება თუ არა მარგველაშვილი სოჭის ოლიმპიადაზე
11 ნოემბერი, 2013. 16:45

გიორგი მარგველაშვილის მიერ რუსულ ტელევიზიასთან მიცემულ ინტერვიუს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ეხმაურება. მისი განცხადებით, ჯერ არ არის  მოლაპარაკება და არ არის მიღწეული შეთანხმება იმაზე, გაემგზავრება თუ არა მარგველაშვილი და ქართული დელეგაცია სოჭის ოლიმპიადაზე. ფანჯიკიძის განცხადებით, ეს იმ პოლიტიკურ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული, რომლებიც მომდევნო თვეების განმავლობაში განვითარდება.


„რაც შეეხება ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციის გამგზავრებას, არანაირი გადაწყვეტილება ამაზე მიღებული არ არის, თუკი ამ ოლიმპიადაზე ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. ჩვენი სპორტული გუნდი გაემგზავრება ოლიმპიადაზე, ხოლო თუ ჩვენ დარჩენილი თვეების განმავლობაში დავინახავთ, რომ ოლიმპიადაზე შეიძლება მოხდეს ჩვენი ქვეყნისთვის მიუღებელი რამ, მაშინ ეს გადაწყვეტილება გადაისინჯება. ჯერჯერობით ჩვენ არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ ეს საკითხი გავააქტიუროთ" , - განაცხადა მინისტრმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016