reportiori.ge - თბილისის საქალაქო სასამართლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 19:55
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
03 ნოემბერი, 2015. 20:10



თბილისის საქალაქო სასამართლო ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმეზე, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„რეპორტიორი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

„თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა  მოსარჩელეების ქიბარ ხალვაშის და შპს "პანორამას" სარჩელი  მოპასუხეების- ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის, შპს "ტელეკომპანია საქართველოს", ნინო ნიჟარაძეს, შპს "ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯიას", შპს "გეო-ტრანსის" და შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2" წინააღმდეგ. მხარეებს შორის დავის საგანს ინტელექტუალური საკუთრება, საავტორო და მომიჯნავე უფლებების რეალიზება, სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ბათილობა, ინტელექტუალური საკუთრების, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისა და ზემოაღნიშნული სხვა უფლებების უგულვებელყოფის გამო ზიანის ანაზღაურება წარმოადგენდა.

 

მოსარჩელის განმარტებით, ფიქტიურ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მან იძულებით გაასხვისა წილები სხვადასხვა იურიდიულ და კერძო პირთა სასარგებლოდ, რომლებიც მოგვიანებით, თავის მხრივ მესამე პირებზე გასხვისდა. ხელშეკრულებაში მითითებული თანხები, სადავო წილების საბაზრო ღირებულებაზე ბევრად დაბალი იყო, თუმცა გამსხვისებელს ეს ანაზღაურებაც არ მიუღია. ასევე, მოსარჩელემ მოითხოვარუსთავი 2"-ის ლოგოსა და გადაცემების - „ბოიარდის სასახლე", „უკანასკნელი გმირი", დაჯეობარი" ავტორად აღიარება, გადაცემათა შემოსავლის კომპენსირება (500 000 აშშ დოლარის  ოდენობით) და ასევე 18 367 868,8 ლარის, როგორც მიუღებელი მოგების ანაზღაურების, სოლიდარულად დაკისრება მოპასუხეების ლევან და გიორგი ყარამანიშვილების, შპსტელეკომპანია საქართველოსა" და ნინო ნიჟარაძის მიმართ.

 

მოპასუხე მხარე, არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტეს, რომ ტელეკომპანიარუსთავი-2" ის ლოგოს ცვლილება, 2003, 2010 და 2013 წლებში, რა დროსაც . ხალვაშს ტელეკომპანიასთან შეხება არ ჰქონიამათივე განმარტებით, სამაუწყებლო კომპანია სადავო ტელეგადაცემებთან მიმართებაში სარგებლობს მხოლოდ ფორმატის გამოყენების ლიცენზიით, თანაავტორობის გარეშერაც შეეხება იძულებით დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებებსმხარეთა განმარტებით ისინი არ წამოადგენდნენ ხელშეკრულების მხარეებს, შესაბამისად ინფორმაციას იძულების ფაქტთან დაკავშირებით არ ფლობენ, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმის ჩვენება, შეისწავლა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელეთა არგუმენტაცია სადავო ხელშეკრულებების კანონსაწინააღმდეგო და ამორალური ხასიათისა და იძულების თაობაზე. შესაბამისად, ხელშეკრულებები, რომლებიც კანონსაწინააღმდეგოდ იქნა მიჩნეული, სასამართლომ ბათილად სცნო. რაც შეეხება, შპსსამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ მოთხოვნებს, სასამართლომ აღადგინა შპსპანორამა"-სა (40%)  და ქიბარ ხალვაშის (60 %)  საკუთრების უფლებები. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელეთა მოთხოვნები ინტელექტუალური საკუთრების, საავტორო და მომიჯნავე უფლებებისა და მიუღებელი შემოსავლის მიღების ნაწილში.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით", - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016