reportiori.ge - ნუგზარ წიკლაური: ვადასტურებ, რომ ვიყავი ხალხის მობილიზაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 09:18
სამართალი
ნუგზარ წიკლაური: ვადასტურებ, რომ ვიყავი ხალხის მობილიზაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი
ავტორი:
04 ნოემბერი, 2015. 12:18


ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხვაზე დეპუტატი ნუგზარ წიკლაური გამოცხადდა. როგორც წიკლაურმა დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, ის პასუხისმგებელია ყველა სიტყვაზე, რომელიც ჩანაწერში ისმის:


„ვადასტურებ არა მხოლოდ იმ სიტყვებს, რომელსაც ვამბობდი, არამედ ვადასტურებ, რომ დიახ, ვიყავი ერთ-ერთი ორგანიზატორი ხალხის მობილიზაციის, რომ ბევრი ხალხი ყოფილიყო მობილიზებული „რუსთავი 2"-ის შენობასთან, მე თვითონ ათი დღის განმავლობაში ყოველდღე ვიყავი „რუსთავი 2"-ის შენობაში. მიმაჩნია, რომ საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა დაიცვას სიტყვის თავისუფლება. ჩვენი პარტიის რიგებში არიან ექიმებიც, პენსიონერებიც... სპეცრაზმელები, რომლებიც ადრე იყვნენ სპეცრაზმელები, ისეთივე მოქალაქეები არიან საქართველოსი, როგორც სხვა ყველა. მათაც შესტკივათ გული ჩვენს ქვეყანაზე. რაც უფრო მეტი პოლიციელი, რომელიც უსამართლოდ არის დათხოვნილი სამსახურებიდან, ჩაერთვება იმ ბრძოლაში, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, იქნება უფრო კარგი!" - განაცხადა წიკლაურმა.


დაკითხვაზე დაბარებულია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც. მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 12:00 საათზე ელოდნენ. გვარამიამ ჩვენება გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით უნდა მისცეს.




http://reportiori.ge/?menuid=4&id=80269


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016