reportiori.ge - უჩა ნანუაშვილი: გათავისუფლებული თანამშრომლების ქმედებები ჩემი საქმიანობის დისკრედიტაციის საშიშროებას ქმნიდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 21:11
საზოგადოება
უჩა ნანუაშვილი: გათავისუფლებული თანამშრომლების ქმედებები ჩემი საქმიანობის დისკრედიტაციის საშიშროებას ქმნიდა
11 ნოემბერი, 2013. 18:47

სახალხო დამცველის აპარატის ყოფილ თანამშრომლებს უჩა ნანუაშვილმა 17:00 საათზე გამართულ საგანგებო ბრიფინგზე უპასუხა. სახალხო დამცველის განცხადებას „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:


„საქართველოს სახალხო დამცველის გადაწყვეტილებები ემსახურება ოფისის სტრატეგიული მიზნების ეფექტურად განხორციელებას და ნაკარნახევია კანონიერების სამართლიანობის და მიზანშეწონილობის პრინციპებით. ძირითადი საფუძვლები, რომლებიც პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის გათავისუფლების მიზეზი გახდა, არის შემდეგი: პირველი, ფაქტობრივ-სამართლებრივი, სახალხო დამცველის პირდაპირი და ლეგიტიმური მითითებების უხეში შეუსრულებლობა, რაც დაფიქსირებულია შიდასამსახურებრივი მოკვლევის ოქმითა და სახალხო დამცველის 258-ე ბრძანებით, ეს ყველაფერი გასაჯაროებულია იმნაძის მიერ. გასათვალისწინებელია, რომ გათავისუფლებული პირების მიმართ უკვე მოქმედებდა დისციპლინური პასუხისმგებლობის სხვა ზომა, რომელიც არ გასაჩივრებულია მანამდე.


მეორე - მორალური მხარე, აღნიშნული პირები გამოირჩეოდნენ უკიდურესად არაკოლეგიალურობით და უხეში დამოკიდებულებით სხვა თანამშრომლების მიმართ, მათ არაერთხელ აქვთ ზეპირსიტყვიერი შენიშვნა მიღებული ამგვარი მოქმედების გამო, რაც დადასტურებულია შიდასამსახურებრივი ოქმებით, გამოირჩეოდნენ უყურადღებობითა და უდისციპლინობით დაკისრებული მოვალეობების მიმართ, ადგილი ჰქონდა სახალხო დამცველთან არაკოორდინირებულ, შეუთანხმებელ მოქმედებებს, რაც ქმნიდა სახალხო დამცველის საქმიანობის დისკრედიტაციის საშიშროებას, მაგალითად, იგივე „ლიბერალისთვის" მიცემული შეუთანხმებელი ინტერვიუ, რასთან დაკავშირებითაც სახალხო დამცველი ინფორმირებული არ იყო. იგივე გამოცემაში არის ნახსენები  ნათია იმნაძისგან ფრაზა, რომ ჩვენ ხელისუფლება დავინდეთ და არ გავაკრიტიკეთ, მაგრამ მას არანაირი ფაქტი ან ინფორმაცია სხვა დარღვევების შესახებ, რომელიც ანგარიშში არ არის წარმოდგენილი, ჩვენთვის არ წარმოუდგენია. თუ მას ჰქონდა რაიმე სხვა ფაქტი და მან ეს დამალა, ვფიქრობ, სხვა რამეზე მეტყველებს.


გარდა ამისა, მეორე ყველაზე მთავარი მოვლენა - სახალხო დამცველი არ უნდა იგებდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ პრობლემებზე მედიის საშუალებით საკუთარი თანამშრომლების მხრიდან. მათ მანამდე უნდა მოახდინონ სახალხო დამცველის ინფორმირება. სახალხო დამცველის განცხადებაზე სოციალ;ურ ქსელში გავრცელებული არაკოლეგიალური და არაეთიკური განცხადებების გაკეთების შემთხვევაც დაფიქსირდა, როდესაც იმნაძემ სამარცხვინო უწოდა სახალხო დამცველის ერთ-ერთ განცხადებას. უგულისყურო დამოკიდებულება უშუალო მოვალეობების მიმართ. მაგალითად, სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს კანონის არასათანადოდ ცოდნა, საკუთარი თანამდებობის ზედმეტად დამოუკიდებლობის შეგრძნებაში. მისი განმარტება, რომ სახალხო დამცველთან თანხმდება მხოლო რითადი საკითხები, დანარჩე საკითხებში კი დეპარტამენტი და მისი უფროსი მოადგილესთან ერთად არის დამოუკიდებელი, ასევე წინააღმდეგობაში მოდის კანონთან.


სახალხო დამცველი ასურდულს, გამაოგნებელს და უტიფარს უწოდებს ნათია იმნაძის ბრლადებებს იმისათან დაკავშირებით, რომ მისი და მისი მოადგილის გათავისუფელბა მოხდა სასჯელასრულების დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის კრიტიკის გამო და აღნიშნავს, რომ აღნიშნული განცხადებები არაფერია, თუ არა მისი სახელის შეგნებული დისრკეტიდაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა".


შეგახსენებთ, რომ დღეს აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტი სამმა თანამშრომელმა დატოვა. მაია გიგინეიშვილი, ამირან ნიკოლაიშვილი და გურამ ბენდიაშვილი საკუთარი განცხადებების საფუძველზე წამოვიდნენ. გადაწყვეტილებების მიღების მიზეზებზე მათ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე ყოფილ უფროსთან, ნათია იმნაძესთან ერთად ისაუბრეს, რომელიც სახალხო დამცველმა ერთი კვირის წინ სამსახურიდან გაათავისუფლა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016