reportiori.ge - ეკა ბესელია : კრიმინოგენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 13:57
პოლიტიკა
ეკა ბესელია : კრიმინოგენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს
ავტორი:
24 ივლისი, 2013. 18:38

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ კრიმინოგენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუმართა, ამის თქმის საფუძველს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები აძლევს. "ბათუმში 16 წლის გოგონას მკვლელობა სამწუხარო ფაქტია, თუმცა მსგავსი ფაქტები ადრეც ხდებოდა და პანიკის საფუძველი არ არსებობს. წელს აჭარის რეგიონში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი შეადგენს 60%-ს, მაშინ, როცა გასულ წელს მხოლოდ 16% იყო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 3300 ერთეულით არის შემცირებული დანაშაულის მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით, გახსნის მაჩვენებელი კი 52%-ია. ასევე წელს აჭარაში გაორმაგებულია ტურისტების რაოდენობა. ეს იმ ფონზე, როცა 14 ათასი პატიმარია გათავისუფლებული და შიშისა და ტერორის განცდა არ არის. კონკრეტულად მკვლელობები აჭარის რეგიონში ზაფხულის სეზონში გასულ წლებშიც ხდებოდა. გასულ წლებში კონკრეტულად ამ რეგიონში არის გაუხსნელი მკვლელობები. შემიძლია გითხრათ: - 2007 - 11 მკვლელობა, აქედან 2 გაუხსნელი; 2008 – 9 მკვლელობა, აქედან 4 გაუხსნელი; 2009 – 7 მკვლელობა, აქედან 1 გაუხსნელი; 2010 – 11 მკვლელობა, აქედან 3 გაუხსნელი; 2011 – 8 მკვლელობა, აქედან 1 გაუხსნელი; 2012 - 2 მკვლელობა, 2-ვე გახსნილია", – აცხადებს ეკა ბესელია.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016