ყოფილი დეპუტატი კობა ხაბაზი, რომელიც დაკითხვაზე მიხეილ სააკაშვილთან ნუგზარ წიკლაურისა და ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ დაიბარეს, ე.წ.მოდულის შენობაში დაკითხვაზე შევიდა.
„მე ყოველთვის ვამბობდი და ღიად მოვუწოდებდი ადამიანებს „თავისუფალი ზონის" წევრებთან ერთად, რომ მოსულიყვნენ „რუსთავი 2"-თან და დაეცვათ სიტყვის თავისუფლება. რაც შეეხება სპეცრაზმელებს და გადაცმულებს, მე საუბრის ამ შინაარსს არ ვადასტურებ და თუ ვინმეს იქ უნახავს გადაცმული სპეცრაზმელი, თქვას", - განაცხადა კობა ხაბაზმა დაკითხვაზე შესვლამდე.
დღეს დაიკითხნენ „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ასევე „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური. 16:00 საათზე კი დაკითხვაზე ელოდებიან „ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთ ლიდერს გივი თარგამაძეს.