„რეფორმატორების" ლიდერი ირაკლი ღლონტი უკრაინული გამოცემის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს „facebook"-გვერდზე ეხმაურება.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში პირადი საუბრები უაპელაციოდ ისმინება და ტირაჟირდება, მაგრამ მიესალმება, რომ ამ საშუალებით ჩვენთვის ცნობილი ხდება ცალკეულ პირთა მზაკვრული გეგმების შესახებ.
„ეს ის ყოფილი პროკურორი რომეო საჯაიაა, რომელმაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით ბიზნესმენ ვლადიმერ აბსანძეს 2005 წელს კანონიერად შეძენილი ქონება (ზუგდიდი, სასტუმრო „ოდიში'') 2007 წელს სახელმწიფოს სახელზე (7 მეგობრის დაჭერის მუქარით) გადააფორმებინა!
ძალიან ვწუხვარ, რომ „ქართული ოცნების'' პირობებში კვლავ ბოროტმოქმედები გეგმავენ პოლიტიკურ პროცესებს!
ძალიან ვწუხვარ, რომ ხელისუფლების პრიორიტეტი ე.წ. „სამართლიანობის აღდგენის'' ნაწილში მხოლოდ რამდენიმე ადამიანზე ვრცელდება, დანარჩენი საქმეები მტვერდადებულია პროკურატურის თაროებზე!
სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში პირადი საუბრები უაპელაციოდ ისმინება და ტირაჟირდება, მაგრამ მას ერთი მხრივ მივესალმები იმ ნაწილში, რომ ამ საშუალებით ჩვენთვის ცნობილი ხდება ცალკეულ პირთა მზაკვრული გეგმების შესახებ!" - წერს ირაკლი ღლონტი.