reportiori.ge - „facebook“ 2025 წლიდან მომხმარებლის „ტელეპორტირებას“ დაიწყებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:20
სხვადასხვა
„facebook“ 2025 წლიდან მომხმარებლის „ტელეპორტირებას“ დაიწყებს
ავტორი:
04 ნოემბერი, 2015. 17:10


სოციალური ქსელი „facebook" 2025 წლისთვის „ტელეპორტატული" მოწყობილობის შექმნას გეგმავს, რომლის მეშვეობით მომხმარებლები ვირტუალურ სამყაროში რეალური შეგრძნებების განცდას შეძლებენ, - აღნიშნულის შესახებ „Bussines Insider" წერს.


აღნიშნული ინფორმაციის შესახებ, „ფეისბუქის" ტექნიკურმა დირექტორმა მაიკ შრეპფერმა განაცხადა.



ფეისბუქს სურს, შექმნას მოწყობილობა, რომლის მეშვეობით თქვენ აღმოჩნდებით იქ, სადაც გსურთ, რომ იყოთ, მასთან ერთად, ვისთან ერთადაც გსურთ რომ იყოთ, განურჩევლად გეოგრაფიული შეზღუდვებისა", - განაცხადა შრეპფერმა ყოველწლიურ ტექნოლოგიურ კონფერენცია „Web Summit"-ის გახსნაზე დუბლინში.



მიზნის მისაღწევად, კომპანია „ფეისბუქს" რამდენიმე ძირითადი პრობლემის მოგვარება მოუწევს, რომელთა გამო ვირტუალურ რეალობას ეტყობა, რომ ყალბია, - წერს „Business Insider". კომპანია ვირტუალური ჩაფხუტის „ოკულუსის" სრულყოფას მოახდენს, რომელიც „ფეისბუქმა" 2014 წლის ზაფხულში 2 მილიარდ აშშ დოლარად იყიდა.



ასევე, აუცილებელია ვირტუალური სამყაროს ისეთი იმიტირება, რომ მომხმარებელმა იგი რეალობად აღიქვას. ამის მოსაგვარებლად, კომპანია „ფეისბუქმა" 2015 წლის მაისში შეისყიდა კომპანია „Surreal Vision", რომელიც კომპიუტერული ხედვების ტექნოლოგიების განვითარებაზე მუშაობს. აღნიშნული ტექნოლოგია ამ ეტაპზე პირველ ნაბიჯებს დგამს, თუმცა შრეპფერის განცხადების მიხედვით, კომპანიის ჰორიზონტზე უკვე დიდი პერსპექტივები იშლება.



მორიგი პრობლემა, მომხმარებლების მიერ საკუთარი ვირტუალური სამყაროს შექმნაა. ამისათვის, „თაჩ კონტროლერ"-თან ერთად, კომპლექტში იქნება პროგრამა „Medium", რომელიც მომხმარებლებს სამგანზომილებიანი ობიექტების დაპროექტების საშუალებას მისცემს.



შრეპფერის განცხადების მიხედვით, მოწყობილობა „ოკულუსის" მთავარი მიზანი დემოკრატიული საინფორმაციო სფეროს შექმნა იქნება, რომლის მეშვეობით ნებისმიერ ადგილას მცხოვრებ ადამიანს შეეძლება იქ მოხვედრა, სადაც მოისურვებს და რასაც მოისურვებს, იმას გააკეთებს. აღნიშნული მიზნის მიღწევის პირველი ნაბიჯი, ვირტუალური რეალობის სათვალე „Oculus Rift"-ის გამოშვება იქნება, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში გაიშვება გაყიდვაში.



წყარო - ipress.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016