reportiori.ge - დიმიტრი ლორთქიფანიძე ხელისუფლებას შეკითხვით მიმართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 09:21
სამართალი
დიმიტრი ლორთქიფანიძე ხელისუფლებას შეკითხვით მიმართავს
ავტორი:
04 ნოემბერი, 2015. 18:01


„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" გთავაზობთ:


„ვეკითხები ხელისუფლებას:

სხვადასხვა დროს, შეთქმულებისა და ამბოხის, სსკ 315-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებას ფართო გამოყენება ჰქონდა სააკაშვილის კარზე - 2006 წელს იგორ გიორგაძის მომხრეების, 2007 წელს ბადრი პატარკაციშვილისა და „ტელეიმედის", 2009 წელს „მუხროვანის ამბოხის", 2011 წელს 26 მაისის სისხლიანი ღამისა და „ყინწვისის შეთქმულების", იმავე წელს „ზილების რევოლუციის" ფორმალური საფუძვლებით, მაგრამ პასუხისგებაში მიცემული და ამ მუხლით გასამართლებული ყველა პირი 2012 წლის დეკემბერში პარლამენტის დადგენილებით ცნობილ იქნა პოლიტპატიმრად ან პოლიტდევნილად (მათი რეაბილიტაცია დღემდე არ მომხდარა, ეს სხვა საკითხია). საქმე იმაშია, რომ არც ამ უმძიმესი ბრალდების უკან მდგომ გამომძიებელ-პროკურორ-მოსამართლეთა პასუხისმგებლობა მოუთხოვნია ვინმეს სამთავრობო დონეზე, არამცთუ არ დამდგარა ასეთი პასუხისმგებლობა... მაგრამ, აქცენტს ახლა სულ სხვა რამეზე ვაკეთებ და პირდაპირ ვეკითხები ხელისუფლებას - თქვენს ხელშიც აბი გლუკოზას დანიშნულება ექნება ყბადაღებულ 315-ე მუხლს პოლიტიკური მიზანშეწონილობისთვის თუ ეთანხმებით საზოგადოებას, რომ სახეზეა საკუთარი ხალხის სისხლით გაუმაძღარ, ავხორც კრიმინალთა კარგად ორგანიზებული და წინასწარ დაგეგმილი დანაშაული?!" - განაცხადა ლორთქიფანიძემ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016