reportiori.ge - შსს-მ ყაჩაღობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 09:10
სამართალი
შსს-მ ყაჩაღობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა
ავტორი:
05 ნოემბერი, 2015. 10:29



სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რევაზ ჩ., 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ჩ., 1991 წელს დაბადებული ლევან ჯ., 1989 წელს დაბადებული ლაშა . და 1968 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი იმედა . სენაკის რაიონის სოფელ ლეძაძამეში დააკავეს.



გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები მიმდინარე წლის 20 სექტემბერს სენაკის რაიონის სოფელ ფოცხოში ყაჩაღურად თავს დაესხნენ გურამ შ-ს ოჯახს, საიდანაც 200 კგ თხილი, სხვადასხვა საოჯახო და პირადი ნივთები გაიტაცეს.



სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, 2 ერთლულიანი გადაჭრილი თოფი ე.წ.„აბრეზი" 10 საბრძოლო ვაზნით, რევოლვერი 5 საბრძოლო ვაზნით, „გოლდ სტარ 2002"-ის მოდელის პისტოლეტი 1 საბრძოლო ვაზნით და 4 ნიღაბი ამოიღეს.



გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016