უკრაინულმა საიტმა uarevo.in.ua, სავარაუდოდ, შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსან, ამჟამად ძებნაში მყოფ დათა ახალაიასა და ადვოკატ რომეო საჯაიას შორის სატელეფონო საუბარი გამოაქვეყნა. საუბრის ჩანაწერის ნაწილი მეგრულ ენაზეა.
„200 კაცი იყო მოსული, მოვარდნილი ჩვენთან. ესენი წავიდნენ „რუსთავის" შენობისკენ, სადაც ასეთი ინფორმაციაა, რომ გადააცმევენ სპეცნაზელებს ან კუნთიანებს სამოქალაქო ფორმას, ვითომ ხალხი მიცვივდა, რომ პოლიცია არ შეუშვან. დღეს დავრეკე და აკომ მითხრა, წამოვიდნენო", - აღნიშნავს საჯაია.
ამ ჩანაწერის მიხედვით, ახალაია და საჯაია ხალხის მობილიზების შესახებ ლაპარაკობენ. როგორც საჯაია ახალაიას ეუბნება, სამეგრელოში, ხობის გარდა, მობილიზებულია 400 ადამიანი, მათ შორის მისი ოფისიდან. ასევე საუბარია ვინმე ჭაკუას მიერ მობილიზებულ ხალხზე. ასევე, საჯაია აღნიშნავს, რომ „იკას აქვს სია" და „ნუგოს ხალხი დაემატება", მათ შორის არიან დანარჩენები. მანამდე კი, „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ლაპარაკობენ. საჯაია ამბობს, რომ „ამაღამვე, 50 ადამიანი მოდის".
რომეო საჯაია: „რუსთავში" იყვნენ მოვარდნილი, ესენი წავლენ ახლა „რუსთავის" შენობისკენ. ასეთი ინფორმაციაა, რომ გადააცმევენ ალბათ სპეცნაზელებს ან ვიღაცებს, კუნთიანებს და მივლენ, ვითომ ხალხი მიცვივდა. პოლიცია რომ არ შევიდეს, მაგიტომ. დღესვე ვუთხარი, აკომ მითხრა, წამოვიდნენო, ჩვენებიც მოასწრებენ...
დათა ახალაია: ვინ მოგყავთ?
რომეო საჯაია: რაც გამზადებული გვყავს, 50-მდე მაინც არის.
დათა ახალაია: 300-კაციანი სია?
რომეო საჯაია: ის კი, მაგრამ დღესვე მოდიან ორგანიზებულად სასწრაფოდ.
დათა ახალაია: სამასი კაცი მყავსო მომზადებულიო, არ მითხარი?
რომეო საჯაია: 400-მდე არის მთლიანად. ჩვენი იქნება ასი ზუსტი. ამაღამ რასაც წამოვიყვანთ, ესაა...
რომეო საჯაია: ამაღამ 50 კაცი წამოვა, სია აქვს ნიკას, ნუგოს ხალხი დაემატება...
დათა ახალაია: ჭაკუას დავურეკავ, მოამზადონ მაგათაც.
რომეო საჯაია: ჭაკუას თავისი ჰყავს, მაგრამ დამრჩენები არ ვიცი, რამდენია. ესენი დამრჩენები არიან, ღამეს რომ გაათენებენ, ორი კვირა რომ იყოს, აქ იქნებიან.
დათა ახალაია: ვის დაუკავშირდნენ? ჭაკუამ მითხრა, ორ „მარშრუტკას" როცა მეტყვით, წამოვიყვანთო.
რომეო საჯაია: ტყუილია.
დათა ახალაია: მეორე თემა. ერთი კვირაა ვიხვეწები, ერთი კვირაა...
რომეო საჯაია: ვითომ ემზადებიან, ჯერ არა, ჯერ არაო, - აბა როდის?! - განაჩენს გამოაცხადებენ და დამთავრდა.
დათა ახალაია: ერთი კვირაა ვიხვეწები, ხალხი მობილიზებული გყავდეთ-მეთქი.
რომეო საჯაია: სიები გაკეთებული აქვთ ისამეგრელოდან 500 კაცის, მაგრამ ყველაფერი ერთად მინიმუმ 400 კაცი გვეყოლებაო. კიდევ 200-200-ს დავამატებო.
დათა ახალაია: მშვიდად არიან, გული მისკდება. არ მუშაობენ.
რომეო საჯაია: მშვიდად არიან, თითქოს ყველაფერი თავისით გაკეთდება. რა პრობლემაა. ახლა იცი, როგორ აპირებდნენ, ქალაქიდან 200 კაცი იქნებოდა, კახეთი 100, ქვემო ქართლი - 500 კაცი მაინც შეიკრიბებოდა.
დათა ახალაია: 500 კაცი რას ეყოფა...
რომეო საჯაია: ხო, ხუთასი, მაგრამ დაემატება ესენიც, დაუძახებენ, სიები აქვთ ყველგან, ვის რამდენი შეუძლია, „პახოდუ" ხვალ გამოაცხადებენ მობილიზაციას, ყველა აქციას დაანონსებენ.
დათა ახალაი: ვინ გეგმავს, რა ხალხია ესენი?
რომეო საჯაია: დამგეგმავი არ გვყავსო.
დათა ახალაია: აბა, ის რისი პოლიტიკური მდივანია?
რომეო საჯაია: აკომ მითხრა, დამგეგმავი არ გვყავსო.
დათა ახალაია: შენ დაგეგმე.
რომეო საჯაია: რა ვიცი, გაიკრიფნენ ისინიც, რა იქნებოდა „იპპ"-ს ამდენი კაცი არ დასწრებოდა. არავინ არაა, ბაქრაძე არაა, გიგაც არაა.
დათა ახალაია: კარგი, თუ რამეს გაიგებ, მითხარი. ესენი დებილები არიან.
http://reportiori.ge/?menuid=4&id=80399