reportiori.ge - თბილისი „ჰიდროტექ საქართველოს“ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:27
ეკონომიკა
თბილისი „ჰიდროტექ საქართველოს“ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
ავტორი:
05 ნოემბერი, 2015. 11:51



ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „ჰიდროტექ საქართველოს" საერთაშორისო კონფერენცია გახსნა.


„Green World Conferences"-ის ეგიდით და ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით, 5-6 ნოემბერს თბილისი მასპინძლობს „ჰიდროტექ საქართველოს" რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციას.

 
კონფერენციაზე საუბრობენ ჰიდროენერგეტიკის, განახლებადი ენერგიის წყაროების, ინვესტიციების მოზიდვის,  საერთაშორისო პროექტებისა და საქართველოში საკანონმდებლო რეგულირების საკითხების შესახებ.
 
 
კონფერენციას ესწრებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, დარგის ინვესტორები, ჰიდროეელექტროსადგურების მფლობელი კომპანიები,   საკონსულტაციო კომპანიები  და იურისტები.



„ეს კონფერენცია მეორედ იმართება საქართველოში, სადაც მონაწილეობენ სხვადასხვა ევროპული კომპანიები, რომლებიც ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით მუშაობენ. თქვენ იცით, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ენერგეტიკული პროექტი ხორციელდება და ჩვენი მთავრობისთვისაც პრიორიტეტი არის ენერგეტიკის მიმართულება. ჩვენ უნდა ავითვისოთ ის რესურსები, რომელიც ქვეყანას გააჩნია, რათა უახლოეს მომავალში  აღარ ვიყოთ ენერგეტიკულად დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებზე.  კონფერენციის მიზანიც  სწორედ ესაა, რომ კიდევ უფრო მეტად გავაცნოთ ინვესტორებს ის პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, რომელიც ენერგეტიკის დარგში არსებობს და დარწმუნებული ვარ, ბევრი კომპანია კიდევ უფრო დაინტერესდება ამ მიმართულებით.

 

დაახლოებით  3 ათას მეგავატზე უკვე არის ხელმოწერილი  ახალი ხელშეკრულებები, ეს პროექტები აუცილებლად უნდა  განხორციელდეს და ჩვენ მაქსიმალურად კარგ პირობებს ვქმნით იმისათვის, რომ ენერგეტიკული რესურსები ავითვისოთ. კონფერენციაზე არიან წარმოდგენილი სხვადასხვა ევროპული კომპანიები, რომლებიც გარდა ჰიდროენერგეტიკის მიმართულებისა, ქარის და თბოსადგურების მიმართულებითაც ინტერესდებიან", - განაცხადა კახა კალაძემ,  კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016