reportiori.ge - სოფელ ლახამულაში, მდინარე ტვიბრას კალაპოტის გამაგრება რკინა-ბეტონის ფილებით მიმდინარეობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 19:08
რეგიონები
სოფელ ლახამულაში, მდინარე ტვიბრას კალაპოტის გამაგრება რკინა-ბეტონის ფილებით მიმდინარეობს
ავტორი:
05 ნოემბერი, 2015. 13:37



მესტიის ცენტრალურ გზას და სოფელ ლახამულას მდინარე ტვიბრა პრობლემას ვეღარ შეუქმნის - მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულაში, მდინარე ტვიბრას კალაპოტის გამაგრება რკინა-ბეტონის ფილებით მიმდინარეობს.


მდინარეს მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები ახასიათებს, რამაც საფრთხე არაერთხელ შეუქმნა ადგილობრივ მცხოვრებლებსა და ზუგდიდი-მესტიის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზას.


სტიქიის დროს ღვარცოფული ნაკადი ცენტრალური გზის გავლით მიედინებოდა სოფელ ლახამულაში, აზიანებდა დასახლებულ პუნქტში გამავალ შიდა საავტომობილო გზასაც, რამდენჯერმე დატბორა დასახლებული პუნქტები.


პროექტის დასრულების შემდეგ მეწყრულ-ღვარცოფული ნაკადი გაივლის მაქსიმალურ გამტარუნარიანობაზე გათვლილ რკინაბეტონის წყალგამტარ არხში, რომელიც შემდგომ სპეციალური ტექნიკით გაიწმინდება.


პროექტის ღირებულება 1 724 470 ლარს შეადგენს. არხის მშენებლობა სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. ამ ეტაპისთვის სამუშაოების 80% შესრულებულია.


პროექტი 2015 წლის ბოლოს დასრულდება. არხის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „თი ემ" აწარმოებს.


 

 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016