reportiori.ge - რა შემთხვევაში ვერ დაიბრუნებს „რუსთავი 2“-ის წილებს ხალვაში - გელა ნიკოლაიშვილის განმარტება „რუსთავი 2“-ის ადვოკატების სარჩელზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 09:10
სამართალი
რა შემთხვევაში ვერ დაიბრუნებს „რუსთავი 2“-ის წილებს ხალვაში - გელა ნიკოლაიშვილის განმარტება „რუსთავი 2“-ის ადვოკატების სარჩელზე
05 ნოემბერი, 2015. 16:25




„მეგობრებო, თუ შეხვალთ საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე და ნახავთ წარმოებაში მიღებულ ბოლო სარჩელს, აღმოაჩენთ, რომ ის „რუსთავი 2"-ის ადვოკატების მომზადებული კიდევ ერთი სარჩელია", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში შალვა რამიშვილი წერს. როგორც ირკვევა, ამ სარჩელით ადვოკატები საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვენ, რომ არაკონსტიტუციურად ცნოს შემდეგი ნორმები: სამოქალაქო კოდექსის მუხლი 54. „მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი" (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს) და მუხლი 55. „გარიგების ბათილობა გავლენის ბოროტად გამოყენების გამო" (ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე).



„ეს ის ნორმებია, რომლებზეც დაყრდნობით ხალვაში ითხოვს „რ2"-ის წილებს. თუ საკონსტიტუციომ სარჩელი წარმოებაში მიიღო და ამ ნორმების დროებითი შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ სასამართლო დავა „რ2"-ზე აზრს კარგავს. ცხადია იმიტომ, რომ ის მუხლები, რომლებზეც დაყრდნობით მომზადდა ხალვაშის სარჩელი, დროებით შეჩერდება. ასე რომ, მნიშვნელობა აღარ აქვს ურთმელიძის გადაწყვეტილებას. ის ვერ აღსრულდება. ხოლო ზემდგომ ინსატანციებში საქმე ვეღარ განიხილება ზემოაღნიშნულის გამო. ეს დროებით შეჩერება აღნიშნული მუხლებისა კი შეიძლება დიდი ვადით გაიწელოს. ასე ეხმარება საკონსტიტუციო სასამართლო სააკაშვილს", - წერს რამიშვილი.



სავსებით შესაძლებლად მიიჩნევს ქიბარ ხალვაშის სარჩელის დროებით შეჩერებას ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი. „საკონსტიტუციო სასამართლომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომ განხილვის პერიოდში ამ მუხლების მოქმედება შეჩერდეს. იმასაც აქვს მნიშვნელობა, რა ვადაში განიხილავს. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა,  იმიტომ ვიჩქარეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება დაუსწრებლად, რომ ეს არ იმოქმედებდა საქმის გადაწყვეტაზეო. გამომდინარე ამ ლოგიკიდან, ამ სარჩელის განხილვა სწრაფ ტემპში უნდა მოახდინონ. განხილვა კი შესაძლებელია 1 თვეში, 45 დღეში და ამ ვადაში სააპელაციო სასამართლო მაინც არ ჩაინიშნება. ასე რომ, თუ დროის ხელოვნური გაწელვა არ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, ეს განხილვის ვადებს ვერ გადასწევს", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

 


ადვოკატის თქმით, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოთ აღნიშნული ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო, მაშინ ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიის დაბრუნებას ვეღარ შეძლებს.


 

„ქიბარ ხალვაში მხოლოდ მაშინ შეძლებს წილების დაბრუნებას, როდესაც გადაწყვეტილება იქნება მის სასარგებლოდ მიღებული, ანუ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თუ ძალაში დატოვებული იქნება  როგორც სააპელაციო, ისე უზენაესი სასამართლოს მიერ. ამას სჭირდება მინიმუმ 9 თვე, შესაძლოა, ერთი წელიც გაიწელოს. ამ სარჩელის წარმოებაში მიღება თავისთავად არაფერს ცვლის, რადგან ამ ხნის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას, რასაც მაინც დასჭირდება დრო. საკონსტიტუციომ თუ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ ეს ნორმები არაკონსტიტუციურია, ცხადია, ხალვაშს აღარ მიეკუთვნება ტელეკომპანიის წილები, და თუ კონსტიტუციურად მიიჩნია, მაშინ რა გადაწყვეტილებასაც გამოიტანენ სააპელაციო და უზენაესი სასამართლოები, ის იქნება საბოლოო გადაწყვეტილება", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016