reportiori.ge - შალვა ხაჭაპურიძე: „რუსთავი 2“-ის ადვოკატების სარჩელის დაკმაყოფილება იქნება კოლაფსი სამართალბრუნვაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 09:22
სამართალი
შალვა ხაჭაპურიძე: „რუსთავი 2“-ის ადვოკატების სარჩელის დაკმაყოფილება იქნება კოლაფსი სამართალბრუნვაში
05 ნოემბერი, 2015. 17:15


 

„თუ საკონსტიტუციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის მუხლი 54. „მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი" არაკონსტიტუციურად ცნო, ეს ნიშნავს უარის თქმას გერმანულ სამართალზე და ასევე ნიშნავს ბერიას დროინდელი სამოქალაქო კოდექსის მიღებას", - ამის შესახებ „რეპორტიორს" შალვა ხაჭაპურიძემ „რუსთავი 2"-ის ადვოკატების სარჩელზე საუბრისას განუცხადა, რომლითაც მათ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს. კერძოდ, ადვოკატები ითხოვენ სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს შემდეგი ნორმები: სამოქალაქო კოდექსის მუხლი 54. „მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს) და მუხლი 55. „გარიგების ბათილობა გავლენის ბოროტად გამოყენების გამო" (ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე).

 

 

ადვოკატის თქმით, აღნიშნული ნორმები გადმოტანილია ცივილიზებული ქვეყნებიდან და მათი არაკონსტიტუციურად ცნობა სამოქალაქო სამართალბრუნვაში კოლაფსის ტოლფასი იქნება.



„თუ საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული მუხლები არაკონსტიტუციურად ცნო, ეს  ჩათვალეთ, ნიშნავს იმას, დავბრუნდით საბჭოთა კავშირში, რადგან ეს ნორმა არის გერმანული სამართლიდან გადმოტანილი და ცივილიზებული სამყაროდან გადმოტანილი ნორმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ისედაც პოლიტიზებულები არიან... და თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, ეს იქნება კოლაფსი სამოქალაქო სამართალბრუნვაში, ეს წარმოუდგენელი რამ არის.

 

რაც შეეხება დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერებას - ეს გასაგებია...  ამას მოსამართლეები ისედაც არ იყენებდნენ; იყენებდენ მხოლოდ გარკვეული კატეგორიის საქმეებზე, როგორიცაა ხელფასის განაცდური, სამსახურში აღდგენა. დღეს ამორალური გარიგების უამრავი დავაა სასამართლოებში. ნაციონალებმა თუ ვინმე ქონება წაართვეს, 99% ამით დავობს", - განუცხადა „რეპორტიორს" ადვოკატმა.

 

 

„მეგობრებო, თუ შეხვალთ საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე და ნახავთ წარმოებაში მიღებულ ბოლო სარჩელს, აღმოაჩენთ, რომ ის „რუსთავი 2"-ის ადვოკატების მომზადებულ კიდევ ერთი სარჩელია", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში შალვა რამიშვილი წერს.



როგორც ირკვევა, ამ სარჩელით ადვოკატები საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვენ, რომ არაკონსტიტუციურად სცნოს შემდეგი ნორმები: სამოქალაქო კოდექსის მუხლი 54. „მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი" და მუხლი 55. "გარიგების ბათილობა გავლენის ბოროტად გამოყენების გამო".



„ეს ის ნორმებია, რომლებზეც დაყრდნობით ხალვაში ითხოვს „რ2"-ის წილებს. თუ საკონსტიტუციომ სარჩელი წარმოებაში მიიღო და ამ ნორმების დროებითი შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ სასამართლო დავა „რ2"-ზე აზრს კარგავს. ცხადია იმიტომ, რომ ის მუხლები, რომლებზეც დაყრდნობით მომზადდა ხალვაშის სარჩელი, დროებით შეჩერდება. ასე რომ, მნიშვნელობა აღარ აქვს ურთმელიძის გადაწყვეტილებას. ის ვერ აღსრულდება. ხოლო ზემდგომ ინსატანციებში საქმე ვეღარ განიხილება ზემოაღნიშნულის გამო. ეს დროებით შეჩერება აღნიშნული მუხლებისა კი შეიძლება დიდი ვადით გაიწელოს. ასე ეხმარება საკონსტიტუციო სასამართლო სააკაშვილს", - წერს რამიშვილი.






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016