reportiori.ge - საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებასთან დაკავშირებით განცხადებების მიღება დღეს წყდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:58
პოლიტიკა
საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებასთან დაკავშირებით განცხადებების მიღება დღეს წყდება
12 ნოემბერი, 2013. 10:13

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრო ბარნოვის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადებების მიღება დღეს 18:00 საათიდან შეწყდება. განცხადებების მიღების შეწყვეტის მიზეზად ანდრო ბარნოვი მსურველთა დიდ რაოდენობას და დროის სიმცირეს ასახელებს. განცხადება ანდრო ბარნოვმა საკუთარი „ფეისბუქის" გვერდზე გააკეთა.


"მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტისთვის ცნობილი გახდა იმის თაობაზე, რომ იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეობის მიღების მსურველთა უმეტესობას უარით ისტუმრებდა, დაახლოებით, ერთი კვირის წინ, მან მიიღო გადაწყვეტილება, გამოეყენებინა ექსკლუზიური უფლებამოსილება საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებასთან დაკავშირებით.ამ პირთა შორის უმეტესობა ჩვენი მოქალაქეები არიან, ისინი, ვინც ორმაგი მოქალაქეობის მიღების გამო, იძულებით დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა.შესაბამისად, 2013 წლის 5 ნოემბრიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას საქართველოს მოქალაქეობის ათასობით მსურველთა მიმართა. განაცხადების შემოტანა ამ დრომდე გრძელდება, თუმცა, სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ მსურველთა დიდი რაოდენობისა და დროის სიმცირის გამო, ფიზიკურად შეუძლებელი ხდება ყველა მათგანის დაკმაყოფილება. აქედან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებასთან დაკავშირებით განცხადებების მიღება 2013 წლის 12 ნოემბრის 18:00 საათიდან შეწყდება",- ნათქვამია სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016