მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით ნიკა გვარამიას „რუსთავი 2"-ის მართვის უფლებამოსილება შეუჩერდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად გვარამიამ გაავრცელა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს დროებით ტელეკომპანია „იმედის" ყოფილი დირექტორი - რევაზ საყევარიშვილი უხელმძღვანელებს.
„ამ წუთში ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე ურთმელიძემ გამოიტანა სრულიად უკანონო გადაწყვეტილება, რომლითაც რუსთავი 2ის დროებით მმართველად დანიშნა რევაზ საყევარიშვილი (იმედის ყოფილი დირექტორი). მოედი მენეჯმენტის უფლებამოსილება შეჩერებულია. ამიერიდან, ერთის ნაცვლად გეყოლებათ ორი ტვ იმედი!"- აღნიშნავს გვარამია.
ამჟამად „რუსთავი 2"-თან ტელეკომპანიის მხარდამჭერები იკრიბებიან.
გთავაზობთ მოსამართლე ურთმელიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დოკუმენტურ ასლს:
https://drive.google.com/file/d/0ByvXwJpxgMbXSnJONlZndndqSms/view