reportiori.ge - გია ყარამანიშვილი: განცხადებას ვაკეთებ არა როგორც "რუსთავი 2"-ის წილის მფლობელი, არამედ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 09:25
სამართალი
გია ყარამანიშვილი: განცხადებას ვაკეთებ არა როგორც "რუსთავი 2"-ის წილის მფლობელი, არამედ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე!
ავტორი:
06 ნოემბერი, 2015. 02:03



ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 91%-იანი წილის მფლობელი გია ყარამანიშვილი მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს მიმართავს. საგანგებო განცხადება ყარამანიშვილმა ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში გააკეთა, მას შემდეგ რაც თამაზ ურთმელიძემ „რუსთავი 2"-ის მენეჯმენტთან დაკავშირებით განაჩენი გამოიტანა:



„ეს მოსამართლე ყოველ ჯერზე აჭარბებდა ყველანაირ მოლოდინებს, მაგრამ მე მაინც მინდა, მივმართო მას და ერთი რჩევა მივცე: კარგად შეისწავლეთ იანუკოვიჩის დროინდელი მოსამართლეების ბედი, მათი ისტორია, სად არიან ისინი დღეს და მე გპირდებით, რომ მთელ რესურსს მომავალში დავხარჯავ იმისთვის, რომ თქვენ გაიზიაროთ ის ბედი, რაც თქვენ თვითონ აირჩიეთ.


მე ამ განცხადებას ვაკეთებ არა როგორც „რუსთავი 2“-ის წილის მფლობელი, არამედ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე. დღეს არ დგას საკითხი ასე ვიწროდ, რომ დასაცავია ვიღაცის საკუთრება. დღეს დასაცავია მთელი ქვეყანა. დღეს არის მცდელობა, ქვეყანაში დაამყარონ დიქტატურა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არ გამოვა, მაგრამ დღეს, „რუსთავი 2“-ის დაცვით ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ევროპულ და საერთოდ, მომავალს. მე მინდა მოვუწოდო ყველას - ნუ დაიცავთ „რუსთავი 2“-ს, დაიცავით თქვენი ქვეყნის მომავალი", - განუცხადა ყარამანიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს უკრაინის დედაქალაქ კიევში.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016