reportiori.ge - პაატა სალია ნიკა გვარამიას და კახა დამენიას მოუწოდებს, სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილონ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 09:08
სამართალი
პაატა სალია ნიკა გვარამიას და კახა დამენიას მოუწოდებს, სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილონ
ავტორი:
06 ნოემბერი, 2015. 03:19



ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ნიკა გვარამიას და კახა დამენიას მოუწოდებს, სასამართლოს  გადაწყვეტილებას დაემორჩილონ.

სალიას განცხადებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეწინააღმდეგება.



ეს არის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც მოქმედებს. ეს ნორმა არავის შეუჩერებია. ჩვენ დროებითი მმართველის დანიშვნა მოვითხოვეთ, რომელიც აბსოლუტურად სხვა ნორმით რეგულირდება. 195- მუხლი ამბობს, სასამართლოს განჩინების აღსრულება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაუყონებლივ ხორციელდება. ეს ნორმა მოქმედებს და ძალაშია. უბრალოდ, იურისტებმა, სანამ კომენტარებს გააკეთებენ და იტყვიან, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, უკეთესად უნდა წაიკითხონ, რადგან ეს განჩინება არ ეწინააღმდეგება იმ აკრძალვას, რომელიც დააწესა საკონსტიტუციო სასამართლომ.

 

ჩვენი მოთხოვნა აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო და განჩინებაც აბსოლუტურად სწორია. საკონსტიტუციო სასამართლოს არც 271- და არც 195- მუხლი არ შეუჩერებია. საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა 168- მუხლის პირველი ნაწილის ) პუნქტი. ანუ, ჩვენ თუ პირველი ინსტანციის სასამართლოს მერე ქიბარ ხალვაშის სახელზე წილების რეესტრში დარეგისტრირებას მოვითხოვდით, მაგრამ ჩვენ არც ვაპირებდით ამის მოთხოვნას დავის დამთავრებამდე

 

ჩვენ არ ვაპირებთ არანაირ დაპირისპირებას. ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც უნდა დაემორჩილონ გენერალური დირექტორი და ფინანსური დირექტორი. მათ შეუჩერდათ უფლებამოსილება. დანარჩენს ეს არ შეხებია. ჟურნალისტებს ეს არ ეხება. მოდის მმართველი და მიდის ჩვეულებრივი მუშაობა. ხვალ, რეზო საყევარიშვილი და დავით დვალი ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებენ. ისინი ოფიცილურად იტყვიან, რას აპირებენ. მე მათ მაგივრად ვერ ვილაპარაკებ. ისინი სასამართლოს მიერ არის დანიშნული და დამოუკიდებლად მიიღებენ გადაწყვეტილებას", - განაცხადა სალიამ.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016