reportiori.ge - თამაზ ურთმელიძე მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-ში შესაძლოა, ობიექტური და სამართლიანი რეპორტაჟის მეთოდი დაირღვეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 20:27
სამართალი
თამაზ ურთმელიძე მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-ში შესაძლოა, ობიექტური და სამართლიანი რეპორტაჟის მეთოდი დაირღვეს
ავტორი:
06 ნოემბერი, 2015. 11:08


მოსამართლე თამაზ ურთმელიძე „რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ მიღებულ განჩინებაში საუბრობს საფრთხეზე, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის მხრიდან შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მხოლოდ სასამართლო დავის გარშემო საკითხების გაშუქებას.


„არსებობს საფრთხე, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის თანამშრომელთა კონცენტრაცია და საქმიანობის მიმართულება ძირითადად გადატანილი იქნეს მხოლოდ და მხოლოდ არსებული დავის გარშემო საკითხების გაშუქებაზე. ეს არა მხოლოდ უარყოფითად აისახება საწარმოს რეიტინგზე და მის ფინანსურ საკითხებზე, არამედ შექმნის სერიოზულ საფრთხეს, რომ მედიამ დაკარგოს თავისი ძირითადი როლი და დანიშულება - იდგეს საზოგადოებრივი ინტერესის სადარაჯოზე", - აღნიშნულია ურთმელიძის განჩინებაში.


იგი ასევე მიუთითებს, რომ მოპასუხისთვის წინა პლანზე დგას მისი საკუთრების უფლების დაცვა და სასამართლო დავის მის სასარგებლოდ დასრულების ინტერესი. შესაბამისად მოსამართლე განმარტავს, რომ მისი მმართველობის პერიოდში მოპასუხე („რუსთავი 2") შეეცდება, რომ საწარმოს მთელი საქმიანობაც ამ მიზანს ემსახურებოდეს.

 

„გარდა აღნიშნულისა, სასამართლო მიუთითებს, რომ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე ინფორმაციის გაშუქებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ობიექტური და სამართლიანი რეპორტაჟის მეთოდი. მოპასუხის მმართველობის პირობებში ეს საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. მითითებული მიზნების უგულებელყოფა კი საბოლოო ჯამში საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის ძირითად დანიშნულებას", - აღნიშნული მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016