reportiori.ge - პაატა სალია: საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დარღვევა არ მომხდარა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 20:50
სამართალი
პაატა სალია: საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დარღვევა არ მომხდარა
ავტორი:
06 ნოემბერი, 2015. 11:12


ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ინტერესების დამცველი პაატა სალია „რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე განმარტებებს აკეთებს. ბრიფინგზე იმყოფებიან ქიბარ ხალვაში, ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი.


„ჩვენ აღნიშნული მოთხოვნით სასამართლოს მივმართეთ 4 ნოემბერს, იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, კერძოდ: ტელეკომპანია რეალურად იმართება მესამე პირებისგან, დღევანდელი მენეჯმენტი იღებს დავალებებს იმ პირებისგან, რომლებსაც ამის უფლება არ აქვთ, სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ მოგვეთხოვა სასამართლოსთვის აღსრულების უზრუნველყოფა. ეს არ არის დაუყოვნებლივ აღსრულება. ვრცელდება არასწორი ინფორმაცია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექი ითვალისწინებს, რომ შესაძლებელია, მოხდეს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. ანუ, ის გადაწყვეტილება, რომელიც არ არის დაუყოვნებლივ აღსრულებისთვის. იმიტომ, რომ მაქსიმალურად არიდებულ იქნეს ტელეკომპანია იმ მოვლენებისგან, რომლებიც ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა. ტელეკომპანიის ფუნქციონირება უნდა გაგრძელდეს ჩვეულ რეჟიმში. ეს პროცესი არანაირად არ ითვალისწინებს ჟურნალისტური საქმიანობის შეფერხებას. ამას თავიდანვე ვაცხადებდით. ისმის არაერთი განცხადება, რომ „რუსთავი 2"-ს არ აქვს შესაძლებლობა, ამ გადაწყვეტილების მერე მიიღოს მონაწილეობა „რუსთავი 2"-ის პროცესებში. „რუსთავი 2"-ს გასასაჩივრებელი არაფერი აქვს, იმიტომ რომ ჩვენი სარჩელები არ იქნა დაკმაყოფილებული. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, არანარი დარღვევა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა არ მომხდარა. ეს არის ცალსახა ტყუილი. ვთხოვთ ყველას, აუცილებლად გაითვალისწინონ ეს გარემოება. პირიქით, ჩვენ ვმოქმედებდით კანონით გათვალისწინებული უფლებების ფარგლებში. ამას გარდა, შევიტყვეთ, რომ ტელეკომპანია „საქართველოს" წარმომადგენლებმა დღეს უნდა მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვონ ამ ნორმების შეჩერება", - განაცხადა ხალვაშმა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016