ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის წევრები დიპლომატიური კორპუსისა და უცხოური დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს დღეს შეხვდებიან. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, დავით ნარმანიას განცხადებით შეხვედრები ყველა სოფელში ჩატარდება და დიპკორპუსს ოკუპირებულ სოფლებში არსებული რეალური მდგომარეობის გაცნობის საშუალება მიეცემათ.
„ყველა სოფელში ჩატარდა შეხვედრები, აქედან გამომდინარე უკვე დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს გავაცნობთ იქ არსებულ მდგომარეობას. ისევე, როგორც ცალკეული პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით, გვექნება მათთან თხოვნები, იმიტომ, რომ არსებობს ცალკეული პრობლემები, რასაც ჩვენ ბიუჯეტიდან ვერ ვაფინანსებთ. მათი ჩართულობა სასიცოცხლოდ აუცილებელი იქნება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.