reportiori.ge - ქიბარ ხალვაში: თუ სასამართლო დაადგენს, რომ ტელეკომპანია მე მეკუთვნის, დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ვუთმობ ჩემი წილის ნახევარს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 20:34
სამართალი
ქიბარ ხალვაში: თუ სასამართლო დაადგენს, რომ ტელეკომპანია მე მეკუთვნის, დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ვუთმობ ჩემი წილის ნახევარს
ავტორი:
06 ნოემბერი, 2015. 11:23


„საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გამოვაცხადე, რომ გამარჯვებული ვარ ამ საქმეში, მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდება ეს პროცესი ყველა ინსტანციის შემდეგ", - ამის შესახებ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა.


ბიზნესმენის თქმით, თუ სასამართლოს ბოლო ინსტანცია დაადგენს, რომ ტელეკომპანია მას ეკუთვნის, ის თავისი წილის ნახევარს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს დაუთობს.


„გამარჯვებული ვარ იმიტომ, რომ ჩვენი ბრძოლის მეთოდი განსხვავებულია სააკაშვილის ბრძოლის მეთოდებისგან, რომელიც ყველაფერს ითვისებდა ტერორით ძალადობით და შანტაჟით. მე მივმართე ცივილიზებულ ფორმას - სასამართლოს.


ეს არ არის მხოლოდ ჩემი ბრძოლა სამართლიანობის აღდგენისთვის. მინდა, ყველასთვის აღდგეს სამართლიანობა, ვინც დაზარალდა სააკაშვილის რეჟიმის დროს. ეს ეხება ყველა პირად საკუთრებას, რომელიც ჩამოართვეს ან ერთ ლარად გააფორმებინეს კერძო პირებს. ჩვენი ბრძოლის პირველი დღიდან დაწყებული, დავით დვალთან ერთად ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ ჩვენი კომპანია, გამარჯვების შემთხვევაში, დაფუძნებული იქნება პარიტეტულ საწყისებზე. ეს ჩემი კეთილი ნებაა. ამას მე საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე ვითვალისწინებ. თუ სასამართლო დაადგენს, რომ ტელეკომპანია მე მეკუთვნის, მაშინ დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ვუთმობ ჩემი წილის ნახევარს. შესაძლოა, ვინმემ მიკერძოებულობა დამაბრალოს, ამიტომ კომპანიის მმართველობაში მონაწილეობას არ მივიღებ და ჟურნალისტებიც თავისუფლები იქნებიან საქმიანობაში", - განაცხადა ხალვაშმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016